ყავის ყველა მოყვარულმა იცის, რას ნიშნავს ყავის პირველი ყლუპი დილით ადრე, დღის დასაწყისში, ან სულაც საღამოს, სამუშაო საათების დასრულებისას. და ის მომენტი, როდესაც მეგობართან ერთად, ყავით ხელში, უბრალოდ საუბარი გინდა.. თუმცა, სანამ ცხელ ყავას ხელში დაიჭერ, მანამდე წარმოიდგენ, მის მდიდარ გემოსა და ინტენსიურ არომატს, რომელიც წინასწარ იცი, რომ სიამოვნებითა და ენერგიით აგავსებს.
McCafe-ში ეს ყველაზე უკეთ ესმით. სწორედ ამიტომ გვპირდებიან, რომ იმ რამდენიმე წამში, სანამ სურნელოვან ყავის მარცვლებს, ქაფის ტალღებსა და ასე სასურველი ყავის გემოს წარმოდგენას მოასწრებ, ყავის ექსპერტს – „მაკკაფეს“ ბარისტას შენ თვალწინ საყვარელი ყავა უკვე მზად ექნება.
[R]