in

McCann გასაბერი ბალიშებით ოკეანის დაბინძურების შესახებ შეგვახსენებს

BOG
BOG

მზე, ზღვა და სასიკვდილოდ გამეტებული ცხოველები? თუ გასაბერი ბალიშები?! თომას ქუქი Marine Conservation Society-სთან გაერთიანდა, რათა ჩვენთვის შეეხსენებინა, რომ წყლის სათამაშოები სულ უფრო აბინძურებს ოკეანეებს. ვიზუალური ეფექტის მოხდენა გადაწყვიტა და Deflatables-ის კამპანია შემოგვთავაზა — ნაპირზე გამორიყული ცხოველების სურათებს გვაჩვენებს, რომლებიც ნახევრად დაჩუტულია, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ მიერ დატოვებული კამერები. ასე კი სურთ, იმ გავლენის შესახებ შეგვახსენონ, რომლებიც გარემოზე ჩვენივე უდიერი ქმედებებითა თუ ჩვევებით გვაქვს. 

სანაპიროებზე დატოვებული ნარჩენები საზღვაო ცხოვრებასა და ეკოსისტემას უქმნის საფრთხეს, რითაც წვლილი შეაქვს ისედაც მწვავე პლასტმასით დაბინძურების პრობლემაში. ბოლოდროინდელმა კვლევამ კი გამოავლინა, რომ მოგზაურთა მესამედი ყიდულობს გასაბერ სათამაშოებს, თუმცა ამაზე უარესი ის არის, რომ მათი მხოლოდ 47% განიხილავს ხელახლა გამოყენებას ან გადამუშავებას…

სწორედ ამიტომ, Deflatables მიზნად ისახავს, პრობლემა მეტად ხილული გახადოს საზოგადოებისთვის და ამ კუთხით ცნობიერებაც გაზარდოს. პასუხისმგებლიანი ქმედებების პოპულარიზაციითა და შესაბამისი გადამუშავებადი ქარხნების შესახებ ინფორმაციების მიწოდებით, ფიქრობენ, რომ გასაბერი სათამაშოების ნარჩენებს მნიშვნელოვნად შეამცირებენ. 

ამგვარად, სანამ დასვენებას გადაწყვეტთ და საჭირო ნივთებსაც შეიძენთ, დაფიქრდით, როგორ ზემოქმედებს თქვენი ყოველდღიური ყიდვის გადაწყვეტილებები თქვენსავე საცხოვრებელ გარემოზე… 

კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო McCann Birmingham-მა იმუშავა.

Dolce & Gabbana-მ ძაღლებისთვის სუნამო გამოუშვა

როგორ გავთავისუფლდეთ შფოთვისგან?