in

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო McCann Tbilisi-ისთვის

წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო McCann Tbilisi-ის 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.

McCannში წლევანდელი წელი დაგეგმილი და განსაზღვრული მიზნებით დავიწყეთ და გვიხარია, რომ გეგმების და ამოცანების დიდი ნაწილი დაგეგმილად შესრულდა. ჩვენი ახალი სტრატეგია, ადგილობრივ კომპანიებთან მუშაობის ინტენსიფიკაცია, წარმატებულია და მომავალ წელსაც ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობის გაძლიერებას. შედეგად, უკვე ახლა, ჩვენი პორტფოლიოს დიდ ნაწილს ადგილობრივი კომპანიები იკავებენ, რომელთაც როგორც კრეატივის, ისე მედიისა თუ წარმოების მიმართულებით აქტიურად ვემუშავებით. განსაკუთრებით საამაყო იყო ისეთ კომპანიასთან პარტნიორობა როგორიც „წყალი მარგებელია“. მასთან, წელს, ბრენდების უდიდეს ნაწილზე, კრეატივისა და მედიის კუთხით ვითანამშრომლეთ. „ქართველების საყვარელი წყალი – ნაბეღლავი“, ბახმარო, ბუღა ა.შ. ასევე ვიმუშავეთ სელფის, ავერსის, სუფთა სახლის რგოლებზე. მომავალ წელს კიდევ უფრო დიდი გეგმები გვაქვს.

საინტერესო იყო ისიც, რომ მაკენის მიერ დამზადებული კრეატივი ფრანგული კომპანია “Servier”-ისთვის, საქართველოს გარდა, ევროკავშირის ბაზარზეც გავიდა და ბრენდი მას ბულგარეთში საკომუნიკაციოდ იყენებს. 

ბევრი პროექტი და თანამშრომლობა იყო წელს, რომელიც ძალიან მოგვწონს და გვეამაყება. ასევე, შევიძინეთ ბევრი ახალი პარტნიორი და მეგობარიც.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში, ციფრული მედია მიმართულებით გუნდი გავაორმაგეთ. ძლიერი რესურსის არსებობამ პორტფოლიოსა და გუნდის გაზრდის საშუალება მოგვცა.

მომავალ წელს, ჩვენ მივყვებით იმ რამდენიმეწლიან გეგმას, რომელიც 2022 წელს განვსაზღვრეთ. McCann ჯგუფი 5 სააგენტოს აერთიანებს რომელიც Advertising.ge-ს ქვეშაა გაერთიანებული: 

  • McCann Tbilisi-კრეატივი/მარტკეტინგი
  • UM Georgia- მედია 
  • STV Digital/McCann – ციფრული მედია 
  • Kedi/Momentum- ღონისძიებების ორგანიზება/წარმოება
  • Adss Print- წარმოება/ბეჭდვა

შესაბამისად, ჯგუფი Full Service წინადადებით მიდის პარტნიორებთან და ამ პრინციპითვა ემუშავება არსებულ პარტნიორებს. ეს ჩვენი ჯგუფის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობაა. გარდა გუნდის პროფესიონალიზმისა და მაღალი კვალიფიკაციისა ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, გარე მომწოდებელების საჭიროება არ არსებობს, რაც ფინანსურად მიმზიდველს ხდის სრული მარკეტინგული კამპანიების წარმოებას პარტნიორებისთვის და ასევე დროის კუთხით პროცესები გაცილებით სწრაფად იგეგმება და ხორციელდება, ვინაიდან მუშაობისას შიდა კორდინაცია მიმდინარეობს. ვაპირებთ აღნიშნული უპირატესობა და კომფორტი გავაცნოთ და შევთავაზოთ ყველას. ეს ის სტრატეგიაა რომელსაც მივყვებით და როგორც ზემოთ აღვნიშნე, შედეგებიც გამოიღო. 

გარდა ამისა, უკვე გავააქტიურეთ ქართული ოფისი, როგორც რეგიონული ჰაბი. საუბარია არა მხოლოდ კავკასიაზე, არამედ ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაზე. უკვე ვთანამშრომლობთ უცხოურ ბრენდებთან, რომლებიც ჩვენი მეშვეობით შემოვიდნენ რეგიონში და გარდა საქართველოსი, უკვე სხვა ქვეყნების ბაზრებზეც დაიწყეს აქტიური მუშაობა – აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი. 

ასევე, ვეხმარებით და უკვე დავეხმარეთ ქართულ ბრენდებსაც, აღნიშნულ ბაზრებზე გასასვლელად – იქნება ეს ბაზრის ანალიზი, ეკონომიკური თუ მედია პარამეტრები, კონკურენტული გარემოს ანალიზი და ასევე ჩვენი ქსელის ადგილობრივ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ ქართულმა ბრენდებმა ბაზარზე შესვლამდე ზუსტად იცოდნენ ბაზრის სპეციფიკა. ეს ის რესურსია, რომელიც სააგენტოს გააჩნია რეალურად, როგორც რეგიონალური, ისე მსოფლიო მასშტაბით. 

შესაჯამებლად, 2024-ში, უკვე შეიძლება ითქვას, ათწლეულობის განმავლობაში სააგენტოებში დაგროვებული ცოდნა, გამოცდილება და რესურსი გვინდა მივიტანოთ ყველა ქართულ თუ უცხოურ ბრენდთან, რომელიც ეძებს, უნდა და მისთვის ღირებულია McCann-ის სტანდარტები.

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო Clipart-ისთვის

„თეგეტა აკადემია“ 2023 წელს 50 საერთაშორისო ტრენინგით ხურავს