31
Dec
2018

McCANN Tbilisi-ს #აზრები და პროექტები, რომლებიც „2018 წელს ბაზრისთვის სიახლე იყო“

31 Dec 2018

M2
M2


2018 წელი McCANN Tbilisi-სათვის გამოწვევებითა და სიახლეებით სავსე წელიწადი იყო. განხორციელდა ბევრი წარმატებული პროექტი საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებთან ერთად და დაისახა საინტერესო მიზნები 2019 წლისთვის. 2018 წლის პროექტებიდან გამოვყოფდით რამდენიმეს, რაც ქართული ბაზრისათვის სიახლეს წარმოადგენს.

წელს პირველად Viber -ში, Coca-Cola-ს ქართული სტიკერებით მივულოცავთ ერთმანეთს ახალ წელს. Coca-Cola-სთან ერთად McCann Tbilisi-ის და UM Georgia-ს გუნდებმა ერთობლივი ძალისხმევით შექმნეს პირველი ქართული სტიკერების ნაკრები.

28 საახალწლო სტიკერი, ლოკალური ინსაითების გათვალისწინებით, სპეციალურად ქართული ბაზრისათვის შეიქმნა. სტიკერები Viber-ის Sticker Market-ში სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

მეორე პროექტს, რომელიც აუცილებლად გვინდა მოვიხსენიოთ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი. „იყო ერთი გოგო“ ქართველი მწერლების მიერ შექმნილი ზღაპრების კრებულია. წიგნში თავმოყრილია ამბები იმ ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მოახდინეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა.

McCann Tbilisi-მა იზრუნა „იყო ერთი გოგოს“ საკომუნიკაციო კამპანიასა და ვიდეორგოლების დამზადებაზე. McCANN Worldgoup მსოფლიო მასშტაბით ზრუნავს უამრავ სოციალურ პასუხისმგებლობის პროექტზე და საერთაშორისო ბრენდებთან ერთად, ამსხვრევს დისკრიმინაციულ სტერეოტიპებს, გამონაკლისი არც საქართველოს ოფისია. ამ მიზეზით, ჩვენთვის ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად დავიხარჯეთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში აგვემაღლებინა ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმირებულობის დონე.

ასევე, გამოვარჩევთ Samsung Georgia-სთვის შექმნილი ჰოლოგრამის კამპანიას.

ჩვენ მიერ მოფიქრებული პერსონაჟი „ჰოლა“ წარმოადგენს ოფიციალურად ჩვენი რეგიონის სამსუნგის ტელეფონების ჰოლოგრამის პერსონიფიცირებას. ეს პროექტი აღსანიშნავია იმითაც, რომ პირველად, Samsung Georgia-ს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეიქმნა ამ გლობალური ბრენდის ადგილობრივი მასკოტი და დამზადდა ვიდეო რგოლები.

გვინდა აღვნიშნოთ „თბილისი მოლის“ ერთთვიანი საახალწლო კამპანია, რომელიც  გამოირჩევა მასშტაბურობით, ინოვაციურობითა და მომხმარებლის მაქსიმალური ჩართულობით. წელს, კამნანიის „თოვლის ბაბუ VS სანტა კლაუსის“ ფარგლებში, „თბილისი მოლში“ ჩატარდა პრინციპული არჩევნები, თუ ვინ მოიყვანდა ახალ წელს საქართველოში. 30 დეკემებრს, გრანდიოზულ გალა ღონისძიებაზე გამოვლინდა გამარჯვებული – თოვლის ბაბუ.

McCANN Tbilisi-ის დაგეგმილი აქვს  გლობალური ოფისების მიერ განხორციელებული პროექტების საქართველოს ბაზარზე ჩამოტანა, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ჩვენს არსებულ და პოტენციურ დამკვეთებთან.

McCANN Tbilisi ყოველთვის ეძებს ახალ  ინოვაციურ გზებსა და ინსტრუმენტებს ეფექტური საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების შესაქმენლად. სურვილი გვაქვს, რომ იმ ბრენდების გამოცდილება, რომელმაც ეს კომპანიები საერთაშორისო სიმაღლეზე აიყვანა, გავუზიაროთ ადგილობრივ კომპანიებს, ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას და ამით შევიტანოთ ჩვენი წვლილი სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებაში.

სარეკლამო კომპანია McCANN Tbilisi.

განხილვა