„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, სააგენტო McCann Tbilisi-ის პორტფოლიოდან გაგიზიარებთ ნამუშევრებს.
McCann Tbilisi გლობალური McCann-ის ტრადიციებისა და ფილოსოფიის მატარებელია და ამას სააგენტოს ისტორიაც გამოხატავს. McCann ერთ-ერთი უძველესი სარეკლამო სააგენტოა მსოფლიოში და ასევეა საქართველოშიც. სააგენტო 1992 წლიდან დღემდე უწყვეტად არსებობს, ამიტომ, სიმბოლურად, პორტფოლიოს გუნდის სულ პირველი ვიდეორგოლით გავხსნით. მაშინ Qedi-TV ერქვათ და მეტამორფოზას, რომელმაც დღევანდელი სახე შესძინა გუნდს, რამდენიმე წელი აშორებდათ.
„ლაღიძის წყლები“
ეს ვიდეო შექმნილია ქართული ლიმონათის ბრენდისთვის – „ლაღიძის წყლები“. ეს რგოლი არა მარტო სააგენტოს, არამედ ქართული სარეკლამო ისტორიის ნაწილიცაა.
კოკა-კოლა
რადგან პირველობას შევეხეთ, მოდით, გავიხსენოთ პირველი ქართული სტიკერები Viber-ის აპლიკაციაში. ამ სტიკერებით კოკა-კოლამ ქართველ ხალხს ახალი წელი მიულოცა.
ქართული ბაზრისთვის, სააგენტომ გადაიღო კოკა-კოლას საახალწლო რგოლი. ეს დღემდე ერთადერთი შემთხვევაა, როცა კოკა-კოლამ ჩვენს ქვეყანაში საახალწლო კომუნიკაციისთვის არა გლობალური, არამედ ლოკალური პროდუქცია გამოიყენა. ეს ვიდეო გახლდათ საახალწლო კამპანიის ნაწილი.
„კამპანიით ვეცადეთ, პანდემიის გამო სახლში დარჩენილი ადამიანებისთვის ახალი წელი გაგვეხალისებინა და ბოთლზე დატანილი QR კოდებით შეგვეთავაზებინა საინტერესო რეცეპტები, სპეციალური მილოცვები ცნობილი ქართველებისგან, საახალწლო მუსიკების Spotify ფლეილისტები და სხვა მრავალი რამ.“
„დაიჭირე შენი რიტმი“
კოკა-კოლა არც ზაფხულში დაგვვიწყებია და მისთვის პატარა მხატვრული ვიდეოც გადავიღეთ, სადაც შეყვარებული წყვილის ბათუმური ვოიაჟია აღწერილი ვინდა ფოლიოს მუსიკის ფონზე.
წყალი „მთის“
წყალი მთის Coca-Cola-ს ბრენდია და ის ერთხელ მაინც გექნებათ დალეული. ეს ბრენდი McCann Tbilisi-ში 2020 წელს შევქმენით. გავუკეთეთ ბრენდინგი, შევურჩიეთ სახელი და გადავუღეთ TVC რგოლი.
დეტრალექსი
არის ჯანმრთელობის პრობლემები, რომელზე საუბარსაც ზოგი ადამიანი ერიდება. ერთ-ერთი ასეთი ბუასილია. შეიძლება, აფთიაქში მისულს შეგრცხვეს ბუასილის წამლის ყიდვა. როცა დეტრალექსისთვის ვმუშაობდით, გადავწყვიტეთ, ეს ამბავი შეგვემსუბუქებინა და ადამიანებისთვის მტკივნეული პრობლემების მოგვარება იუმორნარევი ტონებით შეგვეთავაზებინა. ასე შევქმენით „კაცი, რომელიც დგას“. ქართული ბაზრისთვის გადაღებულ ამ რგოლს კომპანია „სერვიე“ დღესაც იყენებს ევროპის მასშტაბით.
„სერვიე“
როცა „სერვიეზე“ ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ სოციალური ვიდეოც, რომელშიც ხელის თითებით ფეხების ტკივილზე ვყვებით. ეს ვიდეო ვენების კვირეულს ეძღვნებოდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები თითებით peace sign-ის მსგავს ნიშანს აჩვენებდნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რგოლი თითების თეატრის მსახიობების დახმარებით გადაგვეღო.
წყალი მარგებელი
ჩვენს კომპანიაში პოსტპანდემიური პერიოდი რეფორმაციის ხანას დაემთხვა. McCann Tbilisi, როგორც გლობალური სააგენტოს ნაწილი, ძირითადად გლობალურ ბრენდებზე მუშაობდა, თუმცა ჩვენ ახალ რელსებზე გადავედით და ადგილობრივ, ქართულ კომპანიებთან დავიწყეთ მუშაობა. „წყალი მარგებელთან“ კოლაბორაციით, ჩვენ გადავიღეთ ვიდეოები ბრენდებისთვის „ნაბეღლავი“, „ბახმარო“ და „ბუღა“. ამ რგოლი შემდეგ, ნაბეღლავი ქართველების საყვარელ წყლად პოზიციონირებს,.
წყალი „ბახმარო“
ბახმარო წყლის ძალით გვიმასპინძლდება
ბუღა კი აბეზარ ეშმაკებს გვიფრთხობს.
ვითანამშრომლეთ სუფთა სახლთანაც, რომლისთვისაც საახალწლო რგოლი შევქმენით. ჩვენი სათქმელი ის იყო, რომ სუფთა სახლში ვიზიტით შეიძლება ყველაფერს მიეხედოს.
McCann Tbilisi კლიენტებს სარეკლამო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ივენთების ორგანიზებასა და მოწყობას. ეს ივენთი MasterCard-ის საქართველოში მოღვაწეობის 20 წლის აღსანიშნავად მოვაწყვეთ პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში. MasterCard ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და ამით ნამდვილად ვამაყობთ.
სააგენტოს უყვარს კრეატიული კონკურსები და შეჯიბრებებიც და სატიტულო შედეგებშიც ჩანს: 4X ACAG gold medal, Golden medal for Tokyo International Photo Awards, Sports category, Cannes Lions 2017 – Gold in Print, ∞X Awards are on the way.