in

McDonald’s-ის ვებ-გვერდზე ქვეყნების ჩამონათვალიდან „აფხაზეთი“ ამოიღეს

McDonald’s-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აფხაზეთი ქვეყნების გრაფაში მოხსენიებული აღარ არის. ადმინისტრაციამ ამ ფაქტს „შეცდომა“ უწოდა.mcdonalds-logo3d

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ McDonald’s-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ეწერა, რომ წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირებაზე.

კომპანია ეძებს ფრანჩაიზინგის შესაძლებლობებს ისეთი ბაზრებისთვის, სადაც ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი და მათ შორის-აფხაზეთისთვისაც.

”განვიხილავთ ყველა კანდიდატურას და დავუკავშირდებით იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე კარგად აკმაყოფილებს მოთხოვნებს” – მითითებული იყო  McDonald’s-ის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხზე „მარკეტერი“  საქართველოში McDonald’s -ის ადმინისტრაციას დაუკავშირდა:

McDonald’s- ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მათ იურისტებს დავუკავშირდით. გვითხრეს, რომ საუბარი იყო აფხაზეთზე, როგორც  რეგიონზე და არა როგორც  დამოუკიდებელ ქვეყანაზე.  ასეთი ფორმით აფხაზეთის მოხსენიება იყო შეცდომა და მალე გამოსწორეს კიდეც. ამჟამად ეს ინფორმაცია „აღებულია“ ვებ-გვერდიდან.

სხვადასხვა მედია საშუალებებთან საუბრისას თემურ ჭყონია აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ რუქაზე აფზახეთი მის ბიზნეს არეალშია, საქართველოს ტერიტორიაზე ის ფლობს McDonald’s-ის ფრანჩაიზს. რამდენად შესაძლებელია, რომ აფხაზეთში გაიხსნას? რა არის ამითვის საჭირო?

აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია და ამას სცნობს McDonald’s- ის კორპორაცია. ასე რომ, ნებისმიერი ჩვენი რესტორნის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი მეშვეობით უნდა მოხდეს.

McDonald’s-ისა და ”კოკა კოლას” აფხაზეთში შეტანაზე ჯერ კიდევ 2012 წელს იყო საუბარი. ამ დღეებში ისევ აქტუალური გახდა ეს საკითხი. კონკრეტულად რა გეგმებია ამ მიმართულებით და რა პროცესები ხორციელდება თქვენი მხრიდან?

ამაზე, ალბათ, უმჯობესია თავად თემურ ჭყონიას ჰკითხოთ. ჩვენი მხრიდან ვიმუშავებთ რესტორნის გახსნის სხვადასხვა შესაძლო ვერსიებზე მათ შორის, რეგიონაურ განვითრებაზეც.

აფხაზეთში McDonald’s-ის გახსნისათვის საჭიროა საქართველოს ხელისუფლების თანხმობა. ამავდროულად,  არსებობს ”კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ბიზნეს საქმიანობებისთვის გარკვეულ რეგულაციებს აწესებს.  ამ მხრივ როგორ წარიმართება პროცესი?

McDonald’s საქართველო კერძო კომპანიაა, რომელიც თავად განსაზღვრავს განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯებს. ბუნებრივია, ყველა სტრატეგიული საკითხი თანხმდება და დასტურდება თემურ ჭყონიას მიერ. ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ საქართველოში არსებული კანონმდებლობის ფარგლებში და დავიცავთ ყველანაირ რეგულაციას.

ამ დღეებში განვითარებული მოვლენების  შეფასება თემურ ჭყონიამაც გააკეთა. მისი თქმით, (ნეტგაზეთი) სოჭის ოლიმპიადის დასრულებას ელოდება,  რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან მოლაპარაკებები გამართოს “კოკა-კოლასა” და “მაკდონალდსის” აფხაზეთის ბაზარზე შესვლასთან  დაკავშირებით შეთანხმების შემთხვევაში, საქმის კურსში ჩააყენებს საქართველოს მთავრობასაც.

Sochi 2014 – BBC-ს ახალი ტრეილერი

რა არის აუცილებელი და რა ჯდება სრული სათხილამურო ეკიპირება?!