in

„მაკდონალდს საქართველო“ გლობალურ კამპანია McDelivery Night-ს უერთდება!

McDelivery Night, რომელიც საქართველოში წელს მეორედ იმართება, „მაკდონალდსის“ კამპანიაა, რომელშიც 50-მდე ქვეყანაა ჩართული. კამპანიის ფარგლებში „მაკდონალდსი“ მთელი დღე-ღამის განმავლობაში სთავაზობს თავის მომხმარებლებს საჩუქრებს.

19 სექტემბერს ყველა, ვინც ისარგებლებს „მაკდელივერის“ სერვისით და შეუკვეთავს „მაკდონალდსის“ ნებისმიერ პროდუქტს Glovo-ს აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს გემრიელ საჩუქარს „მაკდონალდსისგან“.

წელს აქციაში ჩართვა შეუძლია ყველა იმ ქალაქის მაცხოვრებელს, სადაც „მაკდონალდსის“ რესტორნები ფუნქციონირებს – „მაკდელივერის“ სერვისი თბილისთან, ბათუმთან, რუსთავსა და ქუთაისთან ერთად, უკვე ზუგდიდშიც ხელმისაწვდომია!

მაკდონალდსი რესტორნების გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად, დაახლოებით, 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში ბრენდის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა. სხვადასხვა რეგიონში, კომპანია გეგმაზომიერად ფართოვდება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 18 ობიექტს მოიცავს. აღსანიშნავია რომ 2020 წლის 1 აგვისტოდან „მაკდონალდს საქართველო“ გლოვოს ექსკლუზიური პარტნიორია.

 

[R]

Facebook და Ray-Ban გაფართოებული რეალობის სათვალეს 2021 წელს გამოუშვებენ

„წადი და შენით ისეირნე!“ – როგორია გაბოროტებული ჰიუ ჯეკმანი დილას, ყავის დალევამდე