ჩვენ ყველას გაგვიკეთებია ეს: ფარულად „მოგვიპარავს“ მეგობრის ან ოჯახის წევრის ფრანგული კარტოფილი („ფრი“). მაკდონალდსის ახალი სახალისო კამპანია სწორედ ამ საკითხს უკავშირდება — კომპანია ყალბ იურიდიულ ფირმას აყალიბებს, რათა შური იძიოს მათთვის, ვინც „ფრის ქურდობის“ მსხვერპლი გახდა.
სარეკლამო გიგანტის, Leo Burnett-ის მიერ შემუშავებულ იუმორისტულ კამპანიაში სწრაფი კვების რესტორნის ტვიტერ ანგარიში ფრანგული კარტოფილის სასამართლო დარბაზად გარდაიქმნება. აქ მომხმარებლები შეძლებენ, შესაძლო არასათანადო ქმედებების შესახებ განაცხადონ.
„გახდი ფრის ქურდობის მსხვერპლი? სამართლიანობა და კარტოფილი გაიმარჯვებს“, — წერია სოციალური მედიის პოსტში. The Drum-ის ცნობით, კომპანიას სურდა, ფრის მოპარვის „უნივერსალური გამოცდილება“ მხიარულ და სახალისო ეპიზოდად გარდაექმნა. თანაც, ის მომხმარებელთა საჩივრებს მახვილგონივრული პასუხებით ეხმიანება: მაგალითად, მაკდონალდსი წუხს, რომ „ერთი მითვისებული კარტოფილი ძალიან ბევრია!“. ეს კამპანიას მეტ ინტერაქციულობას სძენს.