მაკდონალდსმა გადაწყვიტა, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე შეკვეთის სისტემა გააუქმოს. მიზეზი მთელი რიგი სამწუხარო და გარკვეულწილად კომიკური შემთხვევები გახდა.
აღნიშნული სისტემა, რომელიც IBM-თან თანამშრომლობით შეიქმნა, თავდაპირველად 100-ზე მეტ ობიექტში გამოცადეს. მიზანი ბრძანებების დაჩქარება და მომუშავე პერსონალისთვის ოპერაციების გამარტივება იყო. თუმცა ტექნოლოგიამ არც ისე კარგი შედეგები აჩვენა — ზოგიერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ მარტივი შეკვეთებიც კი არასწორად იყო დამუშავებული.
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შეცდომა იყო, როცა $250-ზე მეტი ღირებულების ქათმის ნაგეთსი მიუტანეს… ასევე, ერთხელ მომხმარებლის შეკვეთას ავტომატურად დაემატა წყალი, ვანილის ნაყინი და კეტჩუპის ოთხი პაკეტი. სწორედ ამ ინციდენტების შემდეგ დაიწყეს AI სისტემის ხელახალი შეფასება და მის დახვეწაზე მუშაობა.
მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, მაკდონალდსი ოპტიმისტურადაა განწყობილი ხელოვნური ინტელექტის მომავლის მიმართ და თავადაც აპირებს ამ მიმართულებით განვითარებას. ამასთან დაკავშირებით, სწრაფი კვების გიგანტი AI სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს — არსებულ ხარვეზებს მოაგვარებს და მეტად სასარგებლო გახდება როგორც მომხმარებლებისთვის, ისე პერსონალისთვის.