5
Aug
2019

რატომ არიან McDonald’s და Starbucks ყოველთვის პირველები?!

5 Aug 2019

McDonald’s-ისა და Starbucks-ის აქციების ფასი მუდმივად იზრდება. ორი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის მაჩვენებლები საკმაოდ დიდი ნიშნულით მატულობს. Forbes წერს, რომ ანალიტიკოსების აზრით, მათ აქვთ ის, რასაც Wall Street-ზე დიდ ყურადღებას აქცევენ: იგნორი ყველანაირ კრიტიკას და ქვედა და უმაღლესი ხაზის უპირობო ზრდა. ეს ბრენდები, თავიან ბაზარზე, უპირობო ლიდერები არიან.

 

Photo Credit: Forbes

„შემოსავლები, მზარდი EPS [Earnings Per Share – შემოსავალი ერთ/თითო აქციაზე] და ინსტრუქციული, გაწერილი მენეჯმენტი ერთად უზრუნველყოფს, კომპანიამ შეინარჩუნოს 13 წლიანი ტენდენცია – აქციების მაღალი ფასი. ამის შედეგი კი არაერთგზის მიღწეული გლობალური ზრდა, ROIC [Return on Invested Capital – მოგება საინვესტიციო კაპიტალიდან], FCF [Free Cash Flow – ნაღდი ფულის მოძრაობა] კაპიტალის ბრუნვა/დაბრუნება, პროდუქტებსა და ტექნოლოგიებში ინოვაციის დანერგვაა“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა ჯონ ზოლიდისმა, Starbucks-ის ბოლო ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

McDonald’s-ისა და Starbucks-ის აქციების ზრდის ტენდენცია

რის ხარჯზე ახერხებენ ამას?! ობიექტების ადგილმდებარეობა და ბრენდინგი. ეს McDonald’s-ისა და Starbucks-ის 2 მთავარი უპირატესობაა.

„ორივე კომპანია, თავის ბაზარზე, პირველი მოთამაშე იყო. ამიტომ, საშუალება ჰქონდათ, ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ, საუკეთესო ადგილები აეღოთ, საუკეთესო კოლაციები დაეკავებინათ: მატარებლებისა და ავტობუსების გაჩერებები, აეროპორტები, ქალაქების ღირსშესანიშნაობები. იმოგზაურეთ აშშ-ის ან მის საზღვრებს გარეთ ნებისმიერ წერტილში, ყველა კუთხეში აღმოაჩენთ McDonald’s-სსა და Starbucks-ს.

McDonald’s-ისა და Starbucks-ის ოპერაციული/მოქმედი მარჟა

და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი – ბრენდინგი. ორივე კომპანიის პროდუქტის ცნობადობა ძალიან მაღალია და ზუსტად არის განსაზღვრული. McDonald’s-ის საკვებს იცნობენ როგორც: სწრაფს, მოსახერხებელსა და იაფ პროდუქტს. Starbucks ასოცირდება „ხელმისაწვდომ ფუფუნებასთან“, მომხარებლებისთვის ეს არის ადგილი, სადაც მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად შეიძლება მიირთვა ესპრესო და თავი ძალიან კარგად იგრძნო. Starbucks არის „მესამე ადგილი“, სამსახურისა და სახლის მესამე ალტერნატივა, მათი საუკეთესო შემცვლელი.

ლოკაცია და ბრენდინგი აძლევს ამ კომპანიებს ბაზარზე ნებისმიერი კონკურენტის განეიტრალების საშუალებას. სწორედ ამ უპირატესობების ხარჯზე დაძლიეს, ათწლეულების განმავლობაში, ძალიან ბევრი ცვლილება და გამოწვევა. მაგალითად, ბაზარზე სხვა მოთამაშეების გამოჩენა, კონკურენციის ზრდა თუ მომხმარებელთა პრეფერენციების ცვლა. ერთადერთი რაც მათ ახლა უნდა გააკეთონ შეთავაზებების [პროდუქციის] მცირე კორექტირება და ახალი, თანამედროვე, ტრენდებისთვის ფეხის აწყობა, მომხმარებლებისთვის შეთავაზებაა“.

 

განხილვა