2025 Crunchyroll Anime Awards-ისთვის McDonald’s-მა გადაწყვიტა ანიმეს პერსონაჟების გემოვნება დილის მენიუთი წარმოედგინა. ამიტომაც, მასში ასახული თითოეული პროდუქტი გამიზნულად ესადაგება პერსონაჟის პიროვნულ მახასიათებლებს.
Monkey D. Luffy, მშიერი კაპიტანი One Piece-იდან, გატანის სერვისითაა დაინტერესებული, მის მენიუში კი სტეიკს, კვერცხს და ყველის ბაგელის ქვითარს ნახავთ დამატებითი სტეიკით, ბეკონითა და სოუსით.
ხოლო Solo Leveling-ის პერსონაჟი Sung Jin-Woo მეტად მოკრძალებულია — McMuffin სურს, ყურძნის მურაბის 10 პორციასთან ერთად, რაც სიმბოლურად გამოძახებული ჩრდილების სიმრავლეს ეხმიანება, რომელთაგანაც, ვინ იცის, შესაძლოა, რომელიმეს ტკბილეული უყვარდეს… აი, Attack on Titan-დან Colossal Titan-ს კი, უცნაურია, მაგრამ მხოლოდ ყავა აკმაყოფილებს, რაც, შესაძლოა, იუმორისტულად მიგვანიშნებდეს, რომ ამხელა პერსონაჟს ერთი პატარა ყავაც ჰყოფნის…
Bleach-ის Ichigo Kurosaki გემრიელად საუზმობს, ცხელი ნამცხვრები, კეტჩუპი, მარწყვის მურაბა, შოკოლადის ორცხობილა და კოკა-კოლა. მარწყვის მენიუში შემოტანა კი მისი სახელის იაპონურ მნიშვნელობას ეხმიანება. Ranma Saotome-ს ხილისა და ნეკერჩხლის შვრიის ფაფა და McCafé-ს ცივი ლატე ერგო… Maomao-ს კი Apothecary Diaries-იდან შვრიის ფაფასა და ცხელ შოკოლადს აძლევენ, შეკვეთაც ზედმიწევნით დაკეცილ შეფუთვაშია მოთავსებული, რაც მის ხასიათს იდეალურად ასახავს…
აღსანიშნავია, რომ სანამ McDonald’s ჩვენთვის ანიმესა და მანგას პერსონაჟების მენიუების გაზიარებას გადაწყვეტდა, მანამდე ჰოლივუდის ვარსკვლავების შეკვეთები გამოაქვეყნა.