იყო დრო, როცა პროდუქტი იყო კომპანიის წარმატებაზე პასუხისმგებელი. როდესაც კომპანიები გაყიდვების შემცირებას ამჩნევდნენ ისინი ხვდებოდნენ, რომ პროდუქტი ჩავარდნის პირას იყო. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, მწარმოებლები პროდუქტებს აღარ ადანაშაულებენ წარუმატებლობაში, ყველაფერი ბრენდის ბრალია.
ყველა წარმატებულ კომპანიას აქვს წარუმატებელი პერიოდები და უსარგებლო პროდუქტები. სწორედ ამ შეცდომებზე სწავლობენ ისინი და აუმჯობესებენ მომსახურებას.
მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია მაკდონალდსია. მიუხედავად დიდი წარმატებისა მათ არა ერთი წარუმატებელი პროდუქტი შეუთავაზებიათ მომხმარებლისთვის. მაკდონალდისთვის ყველაზე სამარცხვინო Arch Deluxe აღმოჩნდა. იდეა იყო ისეთი სენდვიჩის შექმნა, რომელიც არ იქნებოდა ბავშვებისთვის გათვლილი. სწორედ ამიტომ Arch Deluxe სლოგანი „ჰამბურგერი ზრდასრულთა გემოთი“ გახდა.
პრობლემა ის გახდა, რომ ხალხი მაკდონალდსში კომფორტის და არა დახვეწილობის გამო დადის. კლიენტი სანამ სალარომდე მივა იცის, რისი შეკვეთა სურს და თავს ზედმეტი ფიქრით არ იწუხებს. მათ არ სურთ მენიუ სენდვიჩების ზედმეტი დასახელებებით, რომლებიც საბოლოოდ მაინც “ჰამბურგერები” არიან.
Arch Deluxe შემდეგი პრობლემა ის გახდა, რომ გაყიდვები გემოზე იყო ორიენტირებული. ყველამ კარგად იცის, რომ მაკდონალდსი არასოდეს მიიღებს კულინარიის უმაღლეს ჯილდოს მიშლენის ვარსკვლავს. მიუხედავად ამისა მაკდონალდს არასოდეს აკლდა კლიენტები, რომლებიც კვლავ მიირთმევენ მათთან.
წარუმატებლობა იმანაც განაპირობა, რომ ამ პერიოდში მაკდონალდსმა დაკარგა მომხმარებელთან ურთიერთობა. ჯეკ გრინბურგი, რომელიც 1998 წლიდან მაკდონალდსის CEO არის The Financial Times–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი უფრო დიდ დროს იმაზე ფიქრს უთმობდნენ თუ, როგორ გაიტანდნენ ახალ პროდუქტს ბაზარზე და არა იმაზე– მართლა სურდათ და ჭირდებოდათ ეს პროდუქტი თუ არა.
ოაკ ბრუკში, ილინოისში კომპანიის მთავარი სამმართველო იღებს დაგეგმის და მარკეტინგის ძირითად გადაწყვეტილებებს, სწორედ იაკ ბრუკის სამზარეულოში, სადაც ისეთი წარმატებული პროდუქტები როგორიცაა: Big Mac, Hot Apple Pie, Egg McMuffin და Fiet o’Fish დამზადდა, შეიქმნა Arch Deluxe რეცეპტიც.
წარუმატებლობა კიდევ ერთმა საინტერესო ფაქტმა გამოიწვია. პროდუქტის შექმნამდე ჩატარდა არა ერთი კვლევა, რომლებმაც აჩვენეს რომ მომხმარებელი დიდი სიამოვნებით მიირთმევდა სენდვიჩს, რომელიც სპეციალურად ზრდასრულებისთვის იყო შექმნილი. სამწუხაროდ, სენდვიჩის რეალიზების შემდეგ ასეთი ადამიანები ცოტანი აღმოჩდნენ.
რა უნდა ვისწავოთ Arch Deluxe–გან:
- გააკეთე ის, რაც უკვე იცი. მაკდონალდსი ყველასგან გამორჩეული ბრენდია, რადგან ის კომფორტული და კლიენტების, ბავშვების მოყვარულია. ისეთი ჰამბურგერი, რომელიც არაა ბავშვებისთვის შექმნილი წარუმატებლობისთვისაა განწირული.
- თავი აარიდე მომხმარებლის დაბნევას. მაკდონალდსში ყველაფერი მარტივადაა, ზედმეტი ფიქრი საჭირო არაა. ისეთმა პროდუქტებმა როგორიცაა: Arch Deluxe, Bratwursts, McTacos და McMussels ფიქრი გახადეს საჭირო.
- იყავი კვლევების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი. ბაზრის გამოკვლევას თავისი ადგილი აქვს, როცა კვლევა სწორად და ფრთხილადაა ჩატარებული, მაგრამ ის არასოდეს უნდა მიიღოთ ჭეშმარიტებად.