2018 წლის აგვისტოში, „ბალენსიაგამ“ $1030-იანი სანდლები წარმოადგინა, რომელმაც ინტერნეტში დიდი აფეთქება გამოიწვია. მომხმარებლები ამბობდნენ, რომ ბრენდისთვის, ფეხსაცმლის ინსპირაცია „მაკდონალდსის“ „ფრის“ შესაფუთი ქაღალდი გახდა.
რამდენიმე დღის წინ კი, McDonald’s Sweden -მა, ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: „თუ 103,042 ლაიქს მოვაგროვებთ, ასეთ ფეხსაცმელს, რეალურად გამოვუშვებთ!“
https://www.instagram.com/p/Bti0i9WHm88/
15 140 მოწონებით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ წელს, „მაკდონალდსისგან“, ფეხსაცმელს უნდა ველოდოთ. თუმცა, ეს „ბალენსიაგას“ ფეხსაცმლის „ფრისთან“ შედარების პირველი და ხმაურიანი შემთხვევა არაა. გასულ წელს, ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ფეხზე მორგებული ფრის ქაღალდი და „ბალენსიაგას“ ფეხსაცმელი, გვერდიგვერდ, ერთ ფოტოში მოათავსა. 










