in

“მაკდონალდსმა” “ბურგერ კინგს” უპასუხა! მარკეტინგული ომი გრძელდება!

“ბურგერ კინგი” რომ მუდმივად ტროლავს “მაკდონალდსს”, სიახლეს არ წარმოადგენს. BK მუდმივად უსვამს ხაზს საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას და ამას ძალიან სახალისო კამპანიებით აკეთებს. “ბურგერ კინგმა”, წელს, კანის ლომებზე გრან პრი მოიპოვა და ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ დამსახურებულადაც. ამასობაში კი, “მაკდონალდსმა” ბურგერების თვითგამოცხადებულ მეფეზე იერიში ახალი ბანერით მიიტანა “თქვენ არ გემსახურებათ მეფე. თქვენ გემსახურებიან მეფესავით”. სულაც არ არის ცუდი მცდელობა “მაკდონალდსის” მხრიდან. თუმცა, ძალიან მცირე დროში, რესტორნის გვერდით, კვლავ გაჩნდა “ბურგერ კინგის” მორიგი ბანერი, სადაც კონკურენტს პასუხობს: “რატომ ცდილობთ შეწვათ რაიმე, როცა გრილის ანთებაც კი არ იცით?”.

რატომ არ ღირს, გშურდეთ ილონ მასკის და სხვა სუპერპროდუქტიული ადამიანების…

Lua – ინოვაციური ქოთანი, რომლის დახმარებითაც მცენარე „გესაუბრებათ“