in

McDonald’s-მა ჯანსაღ კვებაზე დაიწყო ზრუნვა

McDonald’s-ი ჯანსაღ პროდუქტებზე გადადის. პირველი აგვისტოდან, რაციონიდან ამოიღებენ ხელოვნური კონსერვანტების შემცველ პროდუქტებსა და ქათმის ხორცს, რომელშიც ანტიბიოტიკებია გამოყენებული.

ახალი ვიდეორგოლი თითქოს ნოსტალგიურად გვახსენებს ჯანსაღი პროდუქტების გემოს, რომელსაც ნებისმიერი მშობელი თავის შვილს სიხარულით გაუზიარებდა. დღეს მომხმარებელი ეძებს ნატურალურ საკვებს, სწრაფი კვების ობიექტები კი ამას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ. McDonald’s-მა ამ ნაბიჯით ნდობის გაზრდა სცადა, თან მოუწოდა მშობლებსა და ბავშვებს, შიშის გარეშე მიირთვან საკვები, განსაკუთრებით, ქათმის ნაგეტსი.

 

https://www.youtube.com/watch?v=g6vKa8Be3s8

 

იმისათვის, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რა ცვლილებებია McDonald’s-ში, გაზეთებში  The New York Times და The Washington Post სარეკლამო ბუკლეტები დაამატა.

 

 

სარეკლამო რგოლზე სააგენტო Leo Burnett Chicago-მ იმუშავა.

„კონსიერჟ თბილისის“ ინოვაციური მომსახურება, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

ხტომა პარაშუტის გარეშე – Stride Gum-ის ექსტრემალური კამპანია