21
Nov
2016

[EXCLUSIVE] ყველა იმსახურებს სრულფასოვან გარემოში ცხოვრებას! McDonalds-ის შესანიშნავი პროექტი საქართველოში!

21 Nov 2016

თუ საქართველოში ცხოვრობთ,  შეიძლება გეგონოთ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, ბავშვები აუტისტური სპექტრით და სხვა შეზღუდული შესაძლებლობით, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, რადგან ისინი თითქმის შეუმჩნევლად ცხოვრობენ ჩვენ შორის. მათ უმეტესად ვერ ვხედავთ – ისინი ნაკლებად ჩანან ქუჩებსა და სათამაშო მოედნებზე, ნაკლებად ჩართულნი არიან საზოგადოებრივ პროცესებში.

ამის მიზეზი მრავალი სტერეოტიპისა და სტიგმის არსებობაა, რომელიც ბავშვებს ხშირად აიძულებს ,,დაიმალონ’’. უბიძგებს მათ მშობლებს გაარიდონ საკუთარი შვილები გარე სამყაროს, გაგვარიდოს ,,ჩვენ’’.

ხშირად ვფიქრობთ, რომ მათ სხვებზე ნაკლები შეუძლიათ, რადგან  მრავალფეროვნება  ხშირად არასწორად აღიქმება.

„იფიქრე ამაზე“McDonalds-ის კამპანიაა, რომელიც 2016 წლის Happy Days-ის ფარგლებში განხორციელდა. კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო BetterFly/DDB-იმ იმუშავა.

 

აქცია McDonalds-ის რესტორნებში გაგრძელდება და ამ დროის მანძილზე ჰეფი მილის გაყიდვებიდან შემოსული თანხით კომპანია რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს დაეხმარება. რესტორნებში მისულ მომხმარებელს კი ჰეფი მილში ნახატები უკვე სტიკერების სახით შეხვდება.

ჩვენ ყველანი თანასწორი ვართ, თანაბარი უფლებებით დავიბადეთ და ვიმსახურებთ კეთილგანწყობილ, სრულფასოვან გარემოში ცხოვრებას.

იფიქრე ამაზე!

Credits:

Advertising Agency: BetterFly|DDB

Production Company: BetterFly Production

Creative Team: Bacho Meburishvili, Erekle Mkheidze, Kata Kokosadze, Toy Toidze, Grue Norris, Dimitri Amirejibi

Copywriter: Kata Kokosadze

Designers: Anuka Kvezereli, Eldar Khalibauri

Account Manager: Tako Mshvelidze

Producers: Sophio Orjonikidze, Demetre Beradze

Creative Director: Bacho Meburishvili

Director: Tornike Shengelia

Director of Photography: Nikoloz Sachaleli, Saba Shengelia, Aleksandre Iakobidze

Graffiti Artists: LAMB, Gagosh, TAm Oonz, Musya, Tina Chertova, Ilia Dzadzamia

Music: Gacha Bakradze

Sound Engineer: Tornike Karchxadze

Color Correction: Biba Vartanov

Special thanks go to Ninu Kiknavelidze

განხილვა