in

ტორტი არ იქნება, სამაგიეროდ, იქნება „ბიგ მაკი“ ბეკონით – სადღესასწაულო კამპანია McDonald’s-ისგან

McDonald’s-ისთიზინგ“ კამპანია დასრულდა. ქალაქში უკვე გამოჩნდა ბილბორდები წარწერით „ტორტი არ იქნება, სამაგიეროდ, იქნება ბეკონი“.

bog
bog-mob

„მაკდონალდს საქართველო“, „ბიგ მაკის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ერთგულ მომხმარებლებს, სპეციალურ მენიუს, „ბიგ მაკს“ ბეკონით სთავაზობს.

ყველაფერი კი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როცა ბილბორდებზე შეკითხვა  „ტორტი იქნება?“ გამოჩნდა.

„ იასამნისფერმა ბილბორდებმა ყურადღება პირველივე დღიდან მიიპყრო. იყო უამრავი მოსაზრება, ხან რომელ კომპანიას მიაწერეს, ხან – რომელს. თუმცა, მთავარი, რომ ეს ამბავი იუბილეს უკავშირდებოდა, არავის შეშლია. კამპანიის დასაწყისში დასმულ შეკითხვას იმავე სარეკლამო ბილბორდებმა უპასუხეს.

აღსანიშნავია, რომ ყველდღიურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 119 ქვეყანაში 35 000-ზე მეტ რესტორანში მიირთმევენ „ბიგ მაკს“.

„სანამ პროდუქტი მომხმარებლამდე მივა, საერთო ჯამში, 90 შემოწმებას გადის. იმდენად უნივერსალური პროდუქტია, რომ ეკონომისტები მას, მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა ვალუტების შესადარებლად იყენებენ. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საიუბილეო „ბიგ მაკი“ ბეკონით, რესტორნებში, შეზღუდული დროით იქნება“.

[R]

“მსურველია 200, სასტუმრო არ ალი!” – როგორია კურორტი ბეშუმი მთიან აჭარაში?

ცნობილი ადამიანების 3D პორტრეტები – ბრაზილიელი ხელოვანის ილუსტრაციები