in

სად უნდა წახვიდეთ კლუბის შემდეგ? ამას McDonald’s-ის ბილბორდები გეტყვით

კლუბის ხმაურის შემდეგ, ბურგერების დრო დგება. ამიტომაც მაკდონალდსმა რეივერებს იქ მიაკითხა, სადაც არიან ხოლმე, ტროტუარებზე, უკვე კარგად მოშიებულ და ბრჭყვიალებით დაფარულ მდგომარეობაში. საცეკვაო მოედნიდან დრაივ-თრუზე გადასვლას ერთგვარ რიტუალად აქცევს მათთვის და შეახსენებს, რომ როცა წვეულება მთავრდება, ოქროსფერი თაღები კვლავ ანათებს. ამ გზავნილს კი საოცარი ვიზუალებით გადმოგვცემენ, რომელშიც სინათლე, ფერები და მოძრაობა ერთიანდება. 

BOG

ვიცით, ბევრი ადამიანი ასრულებს ღამის გართობას ჩვენთან. ხშირად ორ ნაბიჯში ვართ და ღია გვიანობამდე, მაგრამ ღამის ცხოვრების ქაოსში ეს პატარა შეხსენებაც არავის ავნებს.

პოპულარულ ბარებსა და კლუბებთან ბილბორდები განათავსეს, ლაზერული სხივებით კი აბსტრაქტული ფორმები შესთავაზეს მომხმარებლებს, რომლებიც მათ M-ის თაღებზე მიანიშნებს. შედეგად, ღამის ცხოვრებასა და ბრენდის იდენტობას შორის წაშლილ ბარიერებს ვიღებთ, რა დროსაც გართობის მოყვარულებისთვის ორი საკულტო ნიშა ერთიანდება. ასე კი კვლავ მიგვანიშნებენ, რომ მაკდონალდსი მომხმარებელთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია…

McDonald’s Sweden-ის კამპანიაზე NORD DDB-მ იმუშავა. 

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

რატომ არის ხელმძღვანელებისთვის მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტის განვითარება