Bolt Food-ისა და McDonald’s-ის მომხმარებლებისთვის სასიხარულო სიახლე გვაქვს – სექტემბრიდან Bolt Food-ის აპლიკაციაში არსებული რესტორნების სიას McDonald’s დაემატება.
ამ ფაქტის აღსანიშნავად, Bolt Food მომხმარებლებს ბევრ სიურპრიზს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ შეკვეთის განთავსებას მომხმარებლები თბილისისა და ბათუმის მასშტაბით, ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან შეძლებენ. ამასთან ერთად კი, მანძილის მიუხედავად, პირველი ორი კვირის განმავლობაში მომხმარებლები უფასო მიტანით ისარგებლებენ.
ყველასთვის საყვარელი მენიუების ადგილზე მიღება ახლა უკვე ქალაქში ყველაზე სწრაფი მიწოდების სერვისით იქნება შესაძლებელი. ამ ორი კომპანიის კოლაბორაცია კი შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, ადგილზე მიიღონ ხარისხსა და სისწრაფეზე ორიენტირებული მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად.
მაგრამ სიახლეები ამით არ მთავრდება. სულ მალე, Bolt Food-ის აპლიკაციას B2B მოდელიც ემატება და უკვე არა მხოლოდ ინდივიდუალური მომხმარებლები, არამედ არაერთი კომპანიაც შეძლებს თანამშრომლებისთვის შეკვეთების მარტივი და კომფორტული მიღება დააფინანსოს.
მაკდონალდს საქართველო 1999 წლიდან ოპერირებს, ქვეყნის მასშტაბით 21 რესტორნითაა წარდგენილი და 1 800-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
ხოლო მაკდელივერის სერვისი საქართველოში მაკდონალდსმა 2018 წლიდან გაააქტიურა და მომხმარებლის მაღალი მოთხოვნით სარგებლობს.
რაც შეეხება Bolt Food-ს, ის საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და საკუთარ პლატფორმაზე 1000-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს, საიდანაც ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი მათთვის საყვარელ კერძს სასურველ ადგილზე იღებს.
[R]