in

თბილისში McDonald’s-ის ბურგერის პურის ქარხანა შენდება

თბილისში, ლილოში McDonald’s-ის ბურგერის პურის ქარხნის მშენებლობა იწყება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება €6 მილიონია.

BOG
BOG
Photo Credit: Insider

„ჩვენი გათვლებით, 7 თვეში უკვე დავიწყებთ ფუნთუშის წარმოებას – წლიურად 60 მლნ ცალი იქნება წარმადობა. ჩვენთან წარმოებული პურით მომარაგდება სომხეთის და აზერბაიჯანის McDonald’s-ები. ამ ქარხნის ამუშავების შემდეგ, საქართველო იქნება მსოფლიოში ბურგერის პურის მწარმოებელი მეოთხე ქვეყანა, McDonald’s-ის ტექნოლოგიით. ჩვენი ლოჯისტიკური ცენტრი McDonald’s-ის მომარაგების ერთიან რუკაზე გამოჩნდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ლილოში McDonald’s-ის ბურგერის პურის ქარხნის მშენებლობა იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

 

წყარო: bm.ge 

როგორ გაემგზავრებიან Crew Dragon-ით კოსმოსურ სადგურზე – ილონ მასკმა სიმულაციური ვიდეო გამოაქვეყნა

საშუალოდ, თანამშრომელი თავისი დროის 51%-ს ამ სამ უმნიშვნელო საქმეში ხარჯავს