წარმოიდგინეთ, შედიხართ McDonald’s-ში და უკვეთავთ ბურგერს, რომელსაც ხორცთან ერთად ორეოს შიგთავსი აქვს.
თუ ახლა ჩინეთში იმყოფებით ან სამომავლოდ გეგმავთ წასვლას, ამის წარმოდგენა არ დაგჭირდებათ – ჩინეთის McDonald’s-მა გადაწყვიტა ახალი გემო შეექმნა და, ერთი შეხედვით, სრულიად უჩვეულო კომბინაცია წარმოგვიდგინა.
“მე ის ძალიან გემრიელი მომეჩვენა, არ ვიცი რატომ. ალბათ, ამის მიზეზი ისაა, რომ McDonald’s-ზე ძლიერ შეყვარებული ვარ… ან იქნებ, პრობლემა ჩემს გემოვნებაშია?” – იწერება ერთ-ერთ ჩინურ ბლოგზე.













