in

McDonald’s „ონლაინ“ გაყიდვების პერსონალიზაციისთვის სტარტაპს ყიდულობს

McDonald’s, „ონლაინ“ გაყიდვების პერსონალიზაციისთვის, სტარტაპს Dynamic Yield ყიდულობს. ამის შესახებ გამოცემა TechCrunch წერს. სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, გარიგებაში $300 მილიონზე მეტს იხდის. 

BOG
BOG

ებრაული კომპანია Dynamic Yield ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობს, ქმნის „ონალინ“ პლატფორმებს და ბრენდებს ისეთ კომპლექსურ სისტემებს სთავაზობს, რომელიც გაყიდვების სრულ პერსონალიზაციას უზრუნველყოფს. 

McDonald’s ამ ტექნოლოგიას სპეციალური, Drive-Thru (მომხმარებელი შეკვეთის მისაცემად არ გადმოდის მანქანიდან) მენიუს შესაქმნელად გამოიყენებს, რომელიც ამინდის, რესტორანში მომხმარებელთა რაოდენობისა და ბრენდის ყველაზე პოპულარული მენიუების შესაბამისად იქნება ადაპტირებული. მათი თქმით, სიახლის დანერგვის შემდეგ გაცილებით მარტივი და მოსახერხებელი იქნება სხვადასხვა „ონალიან“ პლატფორმით McDonald’s-ში სასურველი მენიუს შეკვეთა. 

McDonald’s-ის განცხადებით, Dynamic Yield დამოუკიდებლად მუშაობასაც გააგრძელებს და მათ გარდა, სხვა, ძველ თუ ახალ დამკვეთებსაც მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ Dynamic Yield-ის კლიენტებს შორისაა: IKEA, Lacoste, Bosco და ა.შ.

კატები და ძაღლები არაჯანსაღი საკვების წინააღმდეგ!

ვილნიუსში „ქართველების ქუჩა“ გაიხსნა