მაკდონალდსმა ბურგერების მომზადების პროცესის ევოლუციას ახალი ვიდეორგოლი მიუძღვნა — ბრენდის განცხადებით, ამჟამად მნიშვნელოვანი პროგრესის წინაშე იმყოფებიან. ამიტომაც, სარეკლამო სააგენტო TBWA\Paris-ს მიმართეს, რათა ეს „ისტორიული“ განვითარება კრეატიულ კონცეფციად ექციათ.
ფილმების დაძაბული სიტუაციებით შთაგონებული ვიდეორგოლი დინამიკურ სცენებს აერთიანებს. მთელი სიუჟეტის განმავლობაში, სხვადასხვა მომხმარებელი მთელი მონდომებით ცდილობს, მაკდონალდსის ბურგერის დაგემოვნების შანსი ხელიდან არ გაუშვას.