23
Jul
2019

McDonald’s-ს CMO აღარ ეყოლება – ახალი ტრენდი გლობალურ ბიზნესში

23 Jul 2019

McDonald’s-ს მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი (CMO) აღარ ეყოლება. კომპანიაში თანამდებობა საერთოდ გაუქმდება, მის ფუნქციებს კი 2 ვიცე-პრეზიდენტი შეითავსებს. The Drumის ინფორმაციით, ამჟამინდელი CMO სილვია ლანიადო ოქტომბერში გადადგება და ამას ბრენდის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. თუმცა, არც ერთ მათგანს წასვლის მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

Photo Credit: The Drum

სილვია ლანიადოMcDonald’s-ში 2015 წლიდან მუშაობს და ამავდროულად, კომპანიის აღმასრულებელი ვიცე – პრეზიდენტიც არის. მანამდე, Bacardi-ში, CMO-ს პოზიციაზე მუშაობდა, სადაც Unilever-თან 20 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ გადავიდა.

რაც შეეხება ბრენდის გლობალურ მარკეტინგს, კოლინ მიჩელი (გლობალური მარკეტინგის უფროსი ვიცე პრეზიდენტი და ბობ რუპჩინსკი (მარკეტინგული ტექნოლოგიების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი) უხელმძღვანელებენ.

მართალია, მართვის ასეთი სტრუქტურა, საერთაშორისო ბაზარზე სიახლეა, თუმცა, რამდენიმე კომპანიაში ცვლილებები უკვე ხორციელდება – იგივე გზას გადის Lyft, სადაც მარკეტინგის დირექტორის უფლება – მოვალეობები ორ ვიცე-პრეზიდენტს გადაეცემა. მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორის ცალკე პოზიციაზე უარი თქვეს Uber-მა და Johnson & Johnson-მაც.

განხილვა