in

როგორ ხედავენ დალტონიკები მაკდონალდსის საკვებს?

დალტონიზმი საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს, რაც ფერების ხედვის ანომალიას წარმოადგენს — როგორც წესი, დალტონიკი ვერ არჩევს ერთმანეთისგან წითელსა და მწვანე ფერს. ზოგიერთს კი არ შეუძლია ყვითელი ფერი ლურჯისგან განასხვაოს. სწორედ ამას უკავშირდება McDonald’s-ის უახლესი ვიდეორგოლი, რომელშიც ჩანს, როგორ განსხვავებულად ხედავენ აღნიშნული პრობლემის მქონე პირები მთელ სამყაროს — დაწყებული ბუნებრივი გარემოთი, დასრულებული სწრაფი კვების ბრენდის პროდუქტით.

გარდა ამისა, მაკდონალდსის კრეატიული ხედვა არა მხოლოდ ვიდეორგოლისკენაა მიმართული, არამედ რეალური ინსტრუმენტისკენ, რომელიც დალტონიკ ადამიანებს ფერების აღქმაში დაეხმარება. საუბარია EatQual 2.0-ზე — სპეციალური ალგორითმის გამოყენებით, ეკრანზე მენიუები შესაფერის ფერებში გამოჩნდება, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, საკვებისა და სასმლის რეალური სახე დაინახონ. „ვაღიაროთ, რომ პირველ რიგში თვალით ვჭამთ… დალტონიზმი კი ფართოდ გავრცელებული რეალობაა, რასაც სრული სერიოზულობით მოვუდექით — გვსურს, ყველა მომხმარებელი თანაბარ პირობებში ახერხებდეს ჩვენთან კავშირის დამყარებას“.

5 მიზეზი, რომელთა გამოც გადაიფიქრებთ „ნაცრისფერი“ iPhone-ის შეძენას

დროში მოგზაურობის სიმულაციამ შეიძლება ბევრი საკითხი გადაჭრას — ექსპერიმენტი