უახლესი კამპანიის ფარგლებში, მაკდონალდსი თავისი პროდუქციის გრაფიკულ ფორმებს ეყრდნობა: Big Mac, Fries, McFlurry და Egg McMuffin. როგორც ბრენდის წარმომადგენლები განმარტავენ, მთავარი მიზანი იმ სადღესასწაულო განწყობის ვიზუალიზაცია იყო, რომელსაც თავად ავრცელებს მომხმარებლებში.
მსგავსი ემოციური ეფექტის მისაღებად, კონფეტი ნიმუშები გამოიყენეს. თითოეული პროდუქცია შესაბამისი ფერების კონფეტით ააწყვეს თუ პირიქით, დაშალეს. რაც მთავარია, ასეთ დაშლილ, გაფანტულ მდგომარეობაშიც კი სრულად აღქმადია, რას ვუყურებთ ფოტოზე.
ამავდროულად, ფოტოები რეალურ ცხოვრებაში ჰაერში ასროლილი კონფეტით შეიქმნა, შემდეგ კი სათანადოდ დაამუშავეს. „ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო ვიზუალის იშვიათი ტექნიკის გამოყენებით გაცოცხლება, რაც ბუნებრივ მოძრაობას გულისხმობს. ამისთვის ულტრა მაღალსიჩქარიანი კამერა და ბატუტი გამოვიყენეთ: ასე მივიღეთ მხიარული, თანამედროვე და მიმზიდველი ფოტოები“, — განმარტავენ ბრენდში.