in

McDonald’s 1980-იანი წლების უჩვეულო პერსონაჟს ახლებურად აცოცხლებს

1980-იანი წლების ბოლოს მაკდონალდსმა საკმაოდ უჩვეულო პერსონაჟი წარმოადგინა, სახელად CosMc. ეს არსება ნაწილობრივ უცხოპლანეტელი და ნაწილობრივ მანქანა იყო, მომრგვალებული სხეულით, ეკრანით, ღილაკებითა და რამდენიმე ხელით — სავარაუდოდ, კარტოფილი ფრის, სასმლის, ბურგერისა და Happy Meal-ის სათამაშოს მარტივად დასაჭერად.

BOG

ახლა კი, 43 წლის გასვლის შემდეგ, ბრენდი სპინ-ოფ ქსელის ჩაშვებას გეგმავს, რომელიც სწორედ CosMc-ს უკავშირდება. ახალი კონცეფციის დეტალებს მეორე კვარტლის შედეგების წარდგენის შემდეგ გაგვაცნობენ — ეს უკანასკნელი მაკდონალდსის ქოლგის ქვეშ მოექცევა, თუმცა საკუთარ იდენტობას შეინარჩუნებს. სახელწოდებით თუ ვიმსჯელებთ, რაღაც კოსმოსურ მენიუსა და რესტორანს უნდა ველოდეთ…

CNBC-ის თანახმად, CosMc-ის სპინ-ოფი 2024 წლის დასაწყისში ჩაეშვება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია სად, როგორ ან რა ფორმით მოხდება.

ბუკნარი – ახალი საკურორტო უბანი „ლისი დეველოპმენტისგან“

როგორ გააუმჯობესებს თიბისის მომხმარებლების გამოცდილებას დიზაინ სისტემა