საფრანგეთის McDonald’s TBWA\Paris-თან გაერთიანდა, რათა სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი გვაჩვენოს — ნაყინი, კარტოფილი ფრი და ბურგერები. ბუნებრივია, რომ ისინი ამისთვის არც სტანდარტულ და არც ჩვენთვის აქამდე ნაცნობ გზას აირჩევდნენ, თუმცა ეს რაღაც კიდევ უფრო განსხვავებულია: წარმოიდგნენ, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი საცხოვრებელი სახლები, მათ კარებზე საკულტო პროდუქტები რომ ავსახოთ…
კამპანიას McDonald’s Delivers to Your Door-ს უწოდებენ და ის, რასაც ფოტოებზე ხედავთ მიტანის სერვისის პოპულარიზაციისთვის გაკეთდა: Big Mac-ით გარეუბანში არსებული სახლის ავტოფარეხის კარი შემოსეს, ნაყინს ჰაუსმანის სტილის ტრადიციულ კარებზე ნახავთ, ფრის კი აგურებიან სახლზე შეამჩნევთ, მაგრამ ნეტავ, რა მოხდება თუ ამ სახლში ვინმე სინათლეს ჩააქრობს?