კომპანია „მაკდონალდს საქართველო” ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, თბილისს, „მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა, რომელიც გოთუას ქუჩის #7-ში და ვაჟა ფშაველას გამზირის #71-შია განთავსებული. მაკდონალდსის ორი ახალი სივრცე, სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.
რესტორნები ოფიციალურად 1 ოქტომბერს, ერთმანეთის პარალელურ რეჟიმში, საზეიმოდ გაიხსნა, მაკდონალდსის სიმბოლო — ჯადოსნური M განათდა და ერთგულ მომხმარებელს დაუვიწყარი დღე აჩუქა. გოთუას რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, ამერიკის საელჩო, მაკდონალდსის თანამშრომლები, ერთგული მომხმარებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„ჩვენ ვცდილობთ რესტორნები გავხსნათ არამხოლოდ რაოდენობრივი ზრდის თვალსაზრისით, არამედ გარემოსთან იყოს სრულად ინტეგრირებული. ამასთან, მაქსიმალურად მომხმარებლის კომფორტსა და მათ მოთხოვნებზე მორგებული, რასაც ჩვენი მწვანე ინიციატივებითა და ტექნოლოგიური განვითარებით გამოვხატავთ. მრავალი წელია მწვანე მიმართულებით ბევრი ინიციატივა განვახორციელეთ, რასაც ახალი რესტორნების დამატებით, კიდევ უფრო აქტიურად განვაგრძობთ. ამის მაგალითია, თბილისში, გოთუას 7 ნომერში ეკომეგობრული ფლეგშიპის ტიპის რესტორნის გახსნა. მისი ინტერიერი და დიზაინი განსხვავებული და პრემიალურია. ეს არის სრულიად ახალი კონცეფციის სივრცე, რომელიც საქართველოში პირველია, მსოფლიოში კი, მეოცე. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ წარმატების უკან 14 პარტნიორი კომპანია დგას. მათთან ერთად შეიქმნა ახალი, თანამედროვე, ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ოჯახური თავშეყრის ადგილები მაკდონალდსის ერთგული მომხმარებლებისთვის,“ — უპირატესობებზე საუბრობს „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე.
მაკდონალდსი ცდილობს, შექმნას გამორჩეული გამოცდილება მომხმარებლებისთვის, რაც მოიცავს როგორც ვიზუალურ, ისე ფუნქციურ ასპექტებს. გოთუას ქუჩის N7-ში მდებარე რესტორნის ტერიტორია 2300 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს დასაჯდომი ღია და შიდა სივრცეები, ტერასა, სარეკრეაციო ზონა, პარკინგი ბავშვთა გასართობი ფლეილენდი და ბავშვებისთვის საყვარელი დაბადების დღის ცენტრი ელოდება. ამასთან, სტუმრებს 24 საათის განმავლობაში უახლოესი ტექნოლოგიით აღჭურვილი მაკდრაივი მოემსახურება. რესტორანში განახლებულია თვითმომსახურების კიოსკები, მაგიდებზე დამონტაჟებულია მობილურის უსადენო დამტენები. რესტორნის სახურავზე დამონტაჟებულია მზის პანელები, რაც ოპერირებისთვის საჭირო ენერგიის ნაწილს უზრუნველყოფს. საპარკინგე სივრცეში განთავსებულია ავტომობილის ელექტრო დამტენი სადგურები, რომელიც მდგრადი ტრანსპორტის წახალისებას ემსახურება. რესტორნის გარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია მწვანე კედელი, რომელიც ბუნებრივი, ცოცხალი მცენარეებით დამზადდა და დეკორატიული დანიშნულების გარდა, მას ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და გარემოს ტენიანობის ბალანსს უნარჩუნებს.
მაკდონალდსი ეს არის კომპანია, სადაც ინოვაცია, სტანდარტები, მომსახურების მაღალი ხარისხი, გარემოზე ზრუნვა და ბედნიერი მომენტები ერთიანდება. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამუშაო ადგილების შექმნაში, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
„როდესაც ბიზნესი ფართოვდება და ზრდას განაგრძობს, ეს ბედნიერებაა. ამას ემოციური დატვირთვაც აქვს. 1996 წელს დავიწყეთ და მას მერე მუდმივად ვვითარდებით. შარშან სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანმა გადასახადების სახით 33 მილიონ ლარს გადააჭარბა. წელს აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 1999 წლიდან დღემდე სხვადასხვა მიმართულებით 185 მილიონ ლარამდე ინვესტირება, მათ შორის, წელს ამ ახალ პროექტში 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი, 216 მილიონ ლარს აღწევს. გვეამაყება, რომ ქვეყანაში „მაკდონალდს საქართველო“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და 2100-მდე ადამიანს ასაქმებს. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ახალი რესტორნების გახსნამ კიდევ 110 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. რაც უფრო მეტი მაკდონალდსის რესტორანი იქნება საქართველოში, მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება და მეტი დასაქმებული ადამიანი გვეყოლება. მაკდონალდსი არ არის მხოლოდ კვების ობიექტი, მაკდონალდსი ფილოსოფიაა — ეს არის ხარისხის, კულტურის, ბიზნესის სწორად კეთებისა და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის ერთობლიობა,“ – „მაკდონალდსის“ განსაკუთრებულ მიდგომებზე საუბრობს „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია.
აღსანიშნავია, რომ მაკდონალდსის ერთგულ მომხმარებლებს აპლიკაციაში 1 კვირის განმავლობაში ახალი რესტორნებისთვის განკუთვნილი სპეციალური შეთავაზებები დახვდებათ. ასევე, მაკდონალდსის რესტორნებში მომხმარებელს შეზღუდული დროით ელოდება განსხვავებული ინგრედიენტებით შექმნილი „გრანდ გურმე მენიუ“, რომელიც გახსნის დღეს სტუმრებმა პირველებმა დააგემოვნეს.
რივერსაიდის რესტორანში მოსულ პირებს ყველასთვის საყვარელი მაკკაფეც დახვდებათ და საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ განახლებული დესერტები და არომატული ყავა. მნიშვნელოვანია, რომ ორივე რესტორანში 8:00-12:00 საათამდე ხელმისაწვდომია მაკსაუზმეც, დღის საუკეთესო დასაწყისისთვის.
მაკდონალდსის მისიაა ბედნიერი, ოქროს მომენტების შექმნა ყველასთვის. ეს არის ადგილი, სადაც პატარებს განსაკუთრებით უყვართ სტუმრობა, აქ მათი ემოციები ყოველთვის გულწრფელია, მხიარულება კი დაუვიწყარი. სწორედ ამიტომ, გახსნის ცერემონიალს ტრადიციულად მათი ბენეფიციარებიც სტუმრობდნენ — რესტორანმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა ცენტრის „პირამიდას“ აღსაზრდელებსაც უმასპინძლა და მათ სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობა შესთავაზა.
„მაკდონალდს საქართველოსთვის“ ეკო სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ახალი რესტორნები კიდევ უფრო მეტი მწვანე ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. კომპანიაში სჯერათ, რომ მცირე ქმედებებს ბუნებასა და საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია. „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე — პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ“ — მაკდონალდსი ეკომეგობრულ მწვანე ინიციატივებს აერთიანებს და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს გარემოს დაცვის მიმართულებით სიახლეებს. პლასტმასის მოხმარების შემცირება, ბიოდეგრადირებადი შეფუთვის გამოყენება, ეკომეგობრული სათამაშოები თუ სხვა „მწვანე ინიციატივა“, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია დიდი, უკეთესი ცვლილებებისკენ.
[R]