in

McDonald’s რომაულ მოზაიკაზე — Enjoy the Classics

საუკუნეები რომ გავა და არქეოლოგები ამ ადგილს იპოვიან, გაოცებული დარჩებიან მარმარილოს ოქროს თაღებით… McDonald’s Italy გამვლელებს ბოლოდროინდელ არქეოლოგიურ აღმოჩენას აცნობს და ხელოვნების მტვრიანი ნიმუშის დათვალიერებისკენ უბიძგებს, რომელიც თანამედროვე სწრაფი კვების ობიექტს უძველეს ესთეტიკას უკავშირებს. 

BOG

Enjoy the Classics ყალბი რომაული მოზაიკაა, რომელზეც ტოგათი შემოსილ ფიგურებს ვხედავთ ბურგერებითა და კარტოფილით ხელში, რაღა თქმა უნდა, საკულტო M ლოგოსთან ერთად. Galleria Alberto Sordi-ს სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი გრაფიკა ბოლოდროინდელ არქეოლოგიურ აღმოჩენად პოზიციონირდება, რასაც გათხრების დადგმული ელემენტებიც ახლავს თან და დამთვალიერებლებისთვის კიდევ უფრო საინტერესო ხდება… 

ისიც უნდა ვთქვათ, რომ McDonald’s-ის ამ ინიციატივას ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციები მოჰყვა, ზოგი თუ კარგ იუმორად თვლის, ზოგი რომაული კულტურის დაცინვად აღიქვამს. და თქვენ რას ფიქრობთ?

Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად აღიარა

Switch 2 – როგორ გააგრძელა ახალმა კონსოლმა Nintendo-ს მემკვიდრეობა