ხშირად ახალგაზრდებისთვის რთულია სამსახურის დაწყება, რადგან კომპანიების უმეტესობაში გამოცდილებას ითხოვენ, გამოცდილება კი იმიტომ არ აქვთ, რომ მის გარეშე არ ასაქმებენ… თითქოს შეუვალი წრეა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ვერ აღწევს თავს.
სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხება McDonald’s-ის ახალი ვიდეორგოლი. „გვინდოდა, ახალ კამპანიაში, რომელშიც ამ სისტემის მიმართ „აჯანყებული“ არტისტი მონაწილეობს, გვეჩვენებინა, რომ ცხოვრებისეული გამოცდილება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სამუშაო ჩამონათვალი“.












