გაინტერესებთ, რას უკვეთავენ “მაკდონალდსში” ცნობილი ადამიანები და გამოგონილი პარსონაჟები? ისეთები, როგორებიცაა კიმ კარდაშიანი, ვუპი გოლდბერკი, მეჯიქ ჯონსონი, მარტი მაკფლაი და დრაკულაც კი? “მაკდონალდსმა” ეს 30-წამიანი ვიდეორგოლი სუპერთასის კამპანიისთვის მოამზადა. რეკლამაზე სააგენტომ Wieden+Kennedy იმუშავა. სუპერთასი სარეკლამო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ის მრავალმილიონიან აუდიტორიას მოიცავს და შესაბამისად, არც განთავსების ფასი ჩამოუვარდება. წელს, 30-წამიანი რეკლამა $5.6 მლნ ღირდა.
რას უკვეთავენ ცნობილი ადამიანები “მაკდონალდსში”? – რეკლამა სუპერთასისთვის












