in

„ყველაზე სწრაფი ბილბორდები“ — McDonald’s-ის აბსტრაქტული რეკლამა

McDonald’s-ის ოქროსფერი თაღი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ლოგოა, თუმცა დროთა განმავლობაში ბრენდმა დაამტკიცა, რომ რაიმე კონკრეტული სიმბოლო არ სჭირდება ნაცნობობის გრძნობის აღსაძრავად.

ამგვარ პოზიციონირებას უკავშირდება ახალი ბილბორდ კამპანიაც — ფერადი ზოლების გამოსახულებები, რომლებიც იმდენად აშკარა ასოციაციას იწვევს, რომ გემოსაც კი ვგრძნობთ. კონცეპტუალური კრეატიული სააგენტო No Fixed Address DoorDash-ისა და McDonald’s-ის მიერ შექმნილი „ვიზუალური კერძები“ ყველასათვის საყვარელ პროდუქტებს ასახავს: ბიგ-მაკს და მაფინს.

სახელწოდებაც შესაბამისია Faster Food. თანაც, რეკლამის განსათავსებლად ბილბორდი მეტი თემატურობისთვის აირჩიეს: თითქოს მძღოლებთან და ადამიანებთან ერთად მოძრაობენ, რომლებიც მაკდონალდსისკენ მიიჩქარიან.

ინოვაციური აზროვნება ინოვაციური ბიზნესისთვის – როგორ შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა ცვლილებების ეპოქაში

„დაფრენდზონებული“ ლუდის ვიზუალური იდენტობა