in

McDonald’s-მა ფრჩხილის მოვლის ნაკრები გამოუშვა!

McDonald’s სილამაზის ინდუსტრიაში აბიჯებს და ამისთვის ბრიტანულ ბრენდ Nails Inc-თან იწყებს პარტნიორობას. უნიკალურ კოლექციასაც უშვებენ, რომელიც გულშემატკივრებს ოქროს თაღების მიმართ სიყვარულის გამოხატვის საშუალებას აძლევს. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ შეხვდებით პროდუქტებს, რომლებზეც მაკდონალდსისთვის საკულტო ბრენდინგის ელემენტებია ასახული.

ფრჩხილის ლაქის სტანდარტული შეფუთვა ახლა ფრის ყუთად გადააქციეს, თავად ფრის ყუთებს კი დასაკრავ ფრჩხილებზე ნახავთ. აქვე შეხვდებით ბურგერისა და მაკდონალდსის შეფუთვაში მოქცეულ ფრჩხილის მოვლის პროდუქტებს.

ხოლო Gotta Ketchup, ფრჩხილის 80 სტიკერთან ერთად, მოიცავს ყველაფერს, დაწყებული ოქროს თაღებიდან, დამთავრებული პატარა ბურგერებით. თქვენს ყურადღებას აქ Big Mac Please-ისა და I’m Lovin-ის It ბრჭყვიალა ლაქიც მიიპყრობს…


მთლიანი მენიუს ნახვას ამაზონზე შეძლებთ, თითოეული ნივთის ფასი კი 6.99$-დან იწყება.

 

Paris 2024-ის პოსტერი მაგიითაა გაჟღენთილი

ზამთარში სითბო, ზაფხულში სიგრილე – ცელსიუსი, კომფორტი ნებისმიერ ამინდში!