in

McDonald’s საქართველო წარმოგიდგენთ FRIENDS Meal-ს

აღმოაჩინეთ McDonald’s საქართველოს ახალი, ლიმიტირებული FRIENDS Meal – შოუს მიერ შთაგონებული საკოლექციო ფიგურებით, ექსკლუზიური შეთავაზებებითა და მონიკას მარინარა სოუსით.

ისევე, როგორც თქვენი საყვარელი პერსონაჟი FRIENDS-იდან, თქვენი შეკვეთა McDonald’s-ში ბევრს ამბობს თქვენზე. იქნება ეს ბოლო ჩიქენ მაკნაგეთსის „გაყოფაზე“ შეთანხმება თუ კარტოფილი ფრის გაზიარებაზე უარის თქმა – ყველას თავისი სტილი აქვს. ახლა კი გულშემატკივრებს საშუალება ეძლევათ ისიამოვნონ McDonald’s-ის ახალი, ლიმიტირებული FRIENDS Meal-ით, რომელიც შექმნილია FRIENDS-თან თანამშრომლობით და Warner Bros. Discovery Global Consumer Products-თან პარტნიორობით.

15 იანვრიდან მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ მენიუს საყვარელი კომბინაცია: ბიგ მაკით, როიალ ჩიზბურგერით ან მაკქრისფით, ჩიქენ მაკნაგეთსით და მონიკას მარინარა სოუსით. თითოეულ FRIENDS Meal-ს თან ახლავს ექვსიდან ერთ-ერთი ექსკლუზიური, საკოლექციო ფიგურა. რომელი შეგხვდებათ თქვენ: რეიჩელი, მონიკა, ფიბი, როსი, ჩენდლერი თუ ჯოუი? ეწვიეთ McDonald’s საქართველოს რესტორნებს და შეაგროვეთ ექვსივე საკოლექციო ფიგურა. FRIENDS Meal Box ასევე მოიცავს ლიმიტირებულ, მონიკას მარინარა სოუსს – იტალიური სტილის ტომატის სოუსს, რომელიც მზადდება პომიდვრისგან, ნივრისგან, ხახვისა და არომატული ბალახებისგან. ამ უნიკალური გემოს წყალობით, თქვენი ჩიქენ მაკნაგეთსი და ყველაზე საყვარელი ფრი უბრალოდ ვერ იქნებოდა უფრო გემრიელი.

„FRIENDS არის კავშირი, კომფორტი და სიხარული“

„McDonald’s-ში ყოველთვის გვჯეროდა გაზიარებული მომენტების ძალის, და ამის აღსანიშნავად FRIENDS-ზე უკეთესი პარტნიორობა რთულად წარმოსადგენია. ეს კოლაბორაცია აერთიანებს ორ კულტურულ აიქონს, რომლებიც კავშირს, სითბოსა და სიხარულს წარმოადგენენ”, – აღნიშნავს Morgan Flatley, McDonald’s-ის გლობალური CMO და ახალი ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.

„FRIENDS-ით შთაგონებული მენიუ გულშემატკივრებს სრულიად ახალ გზას სთავაზობს გაერთიანებისთვის – იქნება ეს ფრისთან ერთად თუ დივანზე, სერიალის ყურებისას. ჩვენ ყველას ერთი მარტივი მაგია გვაერთიანებს – მომენტის სიხარული.“

თითოეული ექსკლუზიური, პერსონაჟებზე დაფუძნებული საკოლექციო ფიგურა  აერთიანებს FRIENDS-ის პერსონაჟს მის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტთან: როსი თავის მაიმუნთან, მარსელთან ერთად; რეიჩელი ყავის სერვირებისას; მონიკა – შეფის როლში; ფიბი – გიტარით; ჩენდლერი და ჯოუი კი თავიანთ საყვარელ წიწილასა და იხვთან ერთად.

გარდა საკოლექციო ფიგურებისა, სპეციალურად ამ კოლაბორაციისთვის მაკის აპში დაგხვდებათ სხვადასხვა შეთავაზება, სადაც შეგიძლიათ ქულები გადაცვალოთ Friends თემატიკით შექმნილ მერჩებზე, ამიტომ თითოეული სტუმრობისას არ დაგავიწყდეთ აპლიკაციის დასკანერება, ქულების დაგროვება და საჩუქრების მიღება.

McDonald’s საქართველომ Friends ატმოსფეროს გასაცოცხლებლად გოთუას მაკთან სპეციალური შოურუმი მოაწყო, სადაც დგას სერიალის ლეგენდარული ტახტი, მონიკას სამზარეულო და სხვა დამახასიათებელი სიმბოლოები სერიალიდან. შოურუმი დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება ყველა მომხმარებლისთვის, ხოლო შაბათ-კვირას სხვადასხვა აქტივობები დაგხვდებათ (15:00-19:00 საათებში), სადაც შეძლებთ საჩუქრებიც მიიღოთ. გარდა გოთუას მაკისა, ტახტის ნახვას ვაკის მაკდონალდსშიც შეძლებთ, ხოლო რუსთაველის მაკში სპეციალური ფოტოზონა დაგხვდებათ.

მოიწვიეთ მეგობრები და ესტუმრეთ McDonald’s საქართველოს რესტორნებს, რათა შეაგროვოთ თქვენი საყვარელი FRIENDS-ის პერსონაჟები — მარაგის ამოწურვამდე. ამასთან, თვალი ადევნეთ დამატებით FRIENDS სიურპრიზებს უახლოეს კვირებში.

გაიგე მეტი.

Warner Bros. Discovery Global Consumer Products-ის შესახებ

Warner Bros. Discovery Global Consumer Products (WBDGCP) წარმოადგენს Warner Bros. Discovery-ის შემოსავლებისა და სტრატეგიის განყოფილების ნაწილს და კომპანიის გასართობ ბრენდებსა და ფრენჩაიზებს მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ავრცელებს. WBDGCP თანამშრომლობს წამყვან ლიცენზირებულ პარტნიორებთან სათამაშოების, მოდის, ინტერიერისა და გამომცემლობის მიმართულებით, Warner Bros.-ის ფილმებისა და სერიალების, HBO-ს, Discovery-ს, DC-ის, Cartoon Network-ის და სხვა ბრენდების შთაგონებით.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ GIF-ები სოციალურ მედიამარკეტინგში

032 Collective AI ფილმების კონკურსს აცხადებს!