in

„აი, რა მიყვარს 25 წელია!“ — მაკდონალდს საქართველო 25 წლის გახდა

25 წლის წინ, 1999 წლის 5 თებერვალს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პირველი „მაკდონალდსი“ გამოჩნდა. 90-იანი წლების ბოლოს თბილისის ჩაბნელებულ ქუჩებში „მაკდონალდსის“ განათებული შენობა, ოქროს თაღით და მაგიური M-ით, ერთგვარად იქცა სიმბოლოდ, რომ ქვეყანამ უდიდესი ნაბიჯი გადადგა განვითარებისკენ, პროგრესისკენ, ამერიკული ხარისხისა და სტანდარტისკენ. ეს იყო იმედი, რომ იწყებოდა სრულიად ახალი ეპოქა და ცვლილებები ბიზნესისთვის თუ ხალხისთვის; ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველაზე რთულ დროსაც შეიძლება დიდი მიზნების დასახვა და განხორციელება.

დღეს „მაკდონალდსი“ საქართველოში სარესტორნო ბიზნესის წამყვანი ბრენდია, რომელიც წარმატებასთან, ნდობასთან, ხარისხთან, აღიარებასთან, მუდმივ განვითარებასთან, ინოვაციებთან, მაღალ სტანდარტებთან და ფასეულობებთან, ათასობით პროფესიონალთან და მილიონობით ერთგულ მომხმარებელთან ასოცირდება.

დღეის მდგომარეობით კომპანია ქვეყნის მასშტაბით 23 რესტორანს ფლობს, მათ შორის ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია ქვეყანაში და ამ ეტაპზე 1900-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. გახსნის დღიდან „მაკდონალდს საქართველოში“ სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და კომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით 150 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა; ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 188 მილიონ ლარს აღწევს. მხოლოდ 2023 წელს „მაკდონალდსის“ რესტორნების ინვესტიცია ჯამში 9,8 მილიონი ლარია.

იშვიათად თუ ნახავ, ამდენი განსხვავებული ადამიანი იკრიბებოდეს სადმე და ყველა ღიმილით იყოს სავსე. აქ მოსვლამდე საათზე დახედვა არ გჭირდება, არც ასაკს გკითხავს ვინმე ან წარმომავლობას — ესაა სივრცე, რომელიც მუდმივად სითბოთი გხვდება და თავს საკუთარ სახლში გაგრძნობინებს. ამ სითბომ თითოეული რესტორანი წლების განმავლობაში აქცია არა მხოლოდ ადგილად, სადაც გემრიელად შეგიძლია მიირთვა, არამედ ადგილად, რომელთანაც უამრავი, სხვადასხვა ასაკში განცდილი ბედნიერი მოგონება გაკავშირებს.

მაკდონალდსის 25-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ რგოლში, რომელიც DDB Azerbaijan-სა და Metro Production-თან თანამშრომლობით შეიქმნა, თავი მოვუყარეთ სიხარულით სავსე მომენტებს — ზოგჯერ ყოველდღიურს, ზოგჯერ იშვიათს და ზოგჯერ ერთადერთს. ვიდეო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს არის ადგილი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია ეწვიო, სადაც დამღლელ სამუშაო დღეს თავს აღწევ შესვენებაზე. სადაც მშობლები არასდროს ამბობენ უარს; სადაც აუცილებლად ყოფილხარ დაბადების დღეზე და შენი საყვარელი გუნდის გამარჯვებაც აღგინიშნავს. აქ, უბრალოდ, შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ და განსხვავებების მიუხედავად, უკვე 25 წელია, ყველა საერთო სიხარულს ვიზიარებთ.. მაგიური ოქროს თაღების ქვეშ ბევრი ასეთი მომენტის მთავარი პერსონაჟი ალბათ თავადაც ყოფილხარ, ბევრი კი აუცილებლად გელის წინ…

არ აქვს მნიშვნელობა სტუდენტი ხარ, სკოლის მოსწავლე, დაბადების დღის სტუმარი, დედა ან მამა, პაემანზე მოდიხარ, საყვარელი გუნდის გამარჯვების აღსანიშნავად, უბრალოდ მეგობრებთან ერთად თუ საკუთარ ქორწილის დღეს გადაწყვიტე შემოვლა, ყოველთვის იცი, რომ აქ ერთი მაგიდა შენთვისაა, მაგიდა მთელ იმ სიხარულთან ერთად, რომელსაც მაკდონალდსში უამრავ უცნობთან იზიარებ. უგემრიელეს ბიგ მაკთან ერთად, უკვე 25 წელია, სწორედ ეს სიხარულია, რომელიც შეუძლებელია არ გიყვარდეს…


კლიენტი : Mcdonald’s Georgia
მარკეტინგის ხელმძღვანელი: ელენე ბაღათურია
სენიორ მარკეტინგ კოორდინატორი: ნანიკო გალუაშვილი
დიჯიტალ მარკეტინგის მენეჯერი: სალომე ქვრივიშვილი
სააგენტო: DDB Azerbaijan
კრეატიული დირექტორი: Vassilis Panagiotopoulos
ქოფირაითერი: ზაურ გამყრელიძე
ექაუნთ მენეჯერი: მარიამ მაღლაკელიძე
გრაფიკული ელემენტები: სოფო ბაიდარაშვილი, გიორგი მუჩაიძე, Zema Alyieva, Ulkar Muradzada
გადამღები კომპანია: Metro Production
აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია
ფროდაქშენის ჰედი: მაია გურაბანიძე
პროდიუსერი: ნინო მეგრელიშვილი
ფროდაქშენ ასისტენტი: გვანცა ჟუჟუნაშვილი
რეჟისორი: ძიმა ჩხეიძე
ოპერატორი: გიორგი შველიძე
1st AD: სალი ჯუღელი
ფროდაქშენ მენეჯერი: გურამ მოსიკაშვილი
ტრანსპორტ მენეჯერი: დავით ფერაძე, დავით მაღლაკელიძე
სეტ მენეჯერი: კოკა ჩხაიძე
ლოკაციის მენეჯერი: ნათია ჩომახიძე
ლოკაციის მენეჯერის ასისტენტი: ნინუცა ჩიხლაძე
სეტ ჰელფერი: ნიკო ჩხაიძე, ბუბა კუპატაძე , საბა საღრიშვილი, საბა სუხიაშვილი
ქასთინგის მენეჯერი: მიშა აფხაზავა
ქასთინგის მენეჯერის ასისტენტი: სოფო ქობაჩიშვილი, ქეთუშა ჩიქვინიძე
დამდგმელი მხატვარი: ნუნა დადუნაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: თინათინ შენგელია
კოსტიუმების მხატვრის ასისტენტი: ელენე გაბილაია
MU: ლელე აბულაშვილი
კადრირება: ირაკლი თოიძე
გაფერი: მიშო საგანელიძე
ფოკუს ფულერი: ირაკლი დურუ ჟღენტი
ფლეიბექი: კობა როსტიაშვილი
კამერა: პაატა გელაშვილი
პოსტ ფროდაქშენი
პოსტ პროდაქშენ პროდიუსერი: ბურო
ხმის დიზაინი: Heima Production
ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე

[R]

თიბისი Agile Business Awards-ის გამარჯვებულია

ჯეიმს ვების ტელესკოპის მეშვეობით იკვლევენ, რა ბედი ეწევა მზის სისტემას?