კომპანიის დაარსების დღიდან, 1999 წლიდან „მაკდონალდს საქართველო“ გახდა თავისუფალი, მიუკერძოებელი, ეთიკური, არადისკრიმინაციული და მაღალ კულტურულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს ფუძემდებელი საქართველოში. ამავდროულად, წლებია მიიჩნევა როგორც საიმედო ბიზნეს პარტნიორი. „მაკდონალდსისთვის“ მთავრი ღირებულება ხარისხია, ხოლო ხარისხში „მაკდონალდსის“ გუნდი მოიაზრებს არა მხოლოდ პროდუქციასა და სერვისს არამედ, მისი როგორც პარტნიორის და დამსაქმებლის პოზიციას ბაზარზე.
„მაკდონალდსის“ ქომფლაიენს ოფიცერი ეკატერინე ებრალიძე, რომელიც „მაკდონალდსის“ მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია ამერიკული Society of Corporate compliance and ethics-ის წევრია, აღნიშნავს, რომ კომპანიაში წლებია დანერგილია Corporate Compliance and Ethics პროგრამა, რაც დღეს ბევრი ადგილობრივი კომპანიისთვის საერთაშორისო გამოწვევაა, კომპანიის პოლიტიკა და სტანდარტები სრულად პასუხობს და აღემატება საერთაშორისო მოთხოვნებს ბიზნესისათვის. Compliance პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა არაერთი პოლიტიკა და ქცევის კოდექსი, მათ შორის მომწოდებელთა კოდექსიც, რისი საშუალებითაც ყველა ჩვენს პარტნიორთან უკვე ის ღირებულებები გვაერთიანებს, რითაც წლებია ვამაყობთ – ერთნაირად ვცემთ პატივს ადამიანთა უფლებებს.
ქომფლაიენსი ჩვენთვის ხარისხის გარანტიაა, კომპანიაში ადგილობრივი თუ საერთაშორისო კანონმდებლობის, კულტურის, მაღალ ღირებულებათა ერთიანობაა, რომელიც ეთიკასა და სამსახურებრივ კულტურას სამუშაო პროცესის განუყოფელ ნაწილად აქცევს. ამ ღონისძიებების შედეგად კი იქმნება უფრო მეტად კომფორტული სამუშაო გარემო, ჯანსაღი ურთიერთობები დამსაქმებელსა და დასაქმებულს, თავად თანამშრომლებსა თუ კონტრაქტორებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე 20 წელია კომპანიაში მოქმედებს ღია კარის პოლიტიკა და კომუნიკაცია ნებისმიერ საფეხურზე ხელმისაწვდომია, ქომფლაიენსის პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა ე.წ. დახმარების ხაზი (Helpline). ის საშუალებას აძლევს თანამშრომელს, ნებისმიერი მიუღებელი სამსახურებრივი ქცევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ქომფლაიენს ოფიცერს – 24 საათის განმავლობაში სრულიად კონფიდენციალურად. ამით ჩვენ ვახალისებთ გამჭვირვალობას კომპანიაში, მხარს ვუჭერთ ნებისმიერ თანამშრომელს პრობლემების დეკლარირებასა და მათ მოგვარებაში ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე. გვსურს, ყველა თანამშრომელი იყოს კომფორტულად, იცოდეს, რომ დაცულია, რომ მასზე ზრუნავენ – აღნიშნავენ კომპანიაში.
„ბიზნესის ოპერირება ეთიკური გზებით „მაკდონალდსის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. გვჯერა ჩვენი პრინციპების და ვამაყობთ ჩვენი გლობალური ქომფლაიენს პროგრამით. მადლობას ვუხდით ჩვენს ქართველ პარტნიორებს ამ პროგრამის საქართველოში განვითარებისთვის. ისინი უზრუნველყოფენ „მაკდონალდსის“ რეპუტაციის, იმ სისტემის შენარჩუნებას, რომელსაც მიჰყავს ბიზნესი სწორი გზით და ქმნის ჩვენი ბრენდის შესაბამის სამუშაო კულტურას, აწესებს ეთიკის ნორმებს და ასწავლის თანამშრომლებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციის ღირებულებებთან შესაბამისობას“, – ნდობას გვიცხადებს მსოფლიო – „მაკდონალდს გლობალის“ ქომფლაიენს დირექტორი კირილ ფარბმანი.
ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ პროცესების დახვეწაზე მუშაობას, მუდმივ მონიტორინგსა და შეფასებას, რათა „მაკდონალდს საქართველო“ იყოს საუკეთესო დამსაქმებელი, საუკეთესო პარტნიორი მაღალი ღირებულებებით.
[პარტნიორის კონტენტი]