in

„მაკდონალდსი“ საქართველოში ადგილზე მიტანის სერვისს იწყებს

„მაკდონალდსი“ საკვების ადგილზე მიტანის სერვისს იწყებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ამ მომსახურებაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო და სიახლის დანერგვის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს.

BOG
BOG

„პირველ ეტაპზე, მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ თბილისში იქნება შესაძლებელი, მომდევნო თვეებში კი სერვისი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც დაინერგება“.

როგორც საქართველოს „მაკდონალდსის“ გენერალურმა მენეჯერმა თენგიზ კაპანაძემ აღნიშნა, ეს სტრატეგიული ნაბიჯი განაპირობა დიდმა მოთხოვნამ და კომპანიის მუდმივმა სწრაფვამ ინოვაციებისკენ:

„მოხარულები ვართ, რომ მიტანის სერვისი რეალობად ვაქციეთ, რაც საშუალებას გვაძლევს, ჯერ თბილისს, შემდეგ კი სხვა ქალაქებსაც შევთავაზოთ ახალი ტიპის გამოცდილება.“

შეკვეთის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის.  „მაკდონალდსში“ საკვების შეძენა და მიტანის სერისით სარგებლობა, კვირის ნებისმიერ დღეს, დილის 11:00 საათიდან შუაღამემდე შეიძლება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, უახლოეს პერიოდში, სამუშაო საათების გახანგრძლივება 03:00-მდე იგეგმება.

„ამ ეტაპზე, მიტანის სერვისი უკვე მოქმედებს სპორტის სასახლის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, წერეთლის, დიღმის, გლდანის და „ისთ-ფოინთ“/ვარკეთილის მაკდონალდსებში. გადახდის სისტემა მოქნილია, მომხმარებელს ​შეუძლია, თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით ან საკრედიტო ბარათით გადაიხადოს“.

ადგილზე მიტანის სერვისის დასანერგად, „მაკდონალდსი“ ესპანურ ტექნოლოგიურ სტარტაპ Glovo-სთან თანამშრომლობს, რომელიც, ქართულ ბაზარზე, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.

Glovo-ს გუნდი მოხარულია, რომ „მაკდონალდსის“ მომხმარებლებისათვის ადგილზე მიტანის სერვისს უზრუნველყოფს. კომპანია უკვე 20 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ამ მომსახურებაში ყველაზე სწრაფი, სანდო და ხარისხიანია. ოპერაციების მიმართულებით „მაკდონალდსის“ მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, ძალიან ვამაყობთ რომ საქართველოს ბაზარზე მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად მათ არჩევანი სწორედ ჩვენზე შეაჩერეს“, – ამბობს Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში გიგა ქერქაძე.

Glovo-ს უფასო აპლიკაცია, რომლითაც მომხმარებელს „მაკდონალდსის“ მიტანის სერვისით სარგებლობა შეუძლია, ხელმისაწვდომია Google Play-სა და App Store-ზე.

[R]

მომღერალი Sade დაბრუნდა

უცხო ენის სწავლას 15 წუთი სჭირდება