in

მსოფლიო სარესტორნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გაჟღერდა

მსოფლიო სარესტორნო ინდუსტრიაში საქართველომ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. „მაკდონალდსის“ კორპორაციამ დაასახელა, მსოფლიოს მასშტაბით, სარესტორნო ქსელების გამარჯვებული მენეჯერები და მათ პრესტიჟული ჯილდო Ray Kroc Awards („რეი კროკის ჯილდო“) გადასცა.

ეს ჯილდო „მაკდონალდსის“ რესტორნების იმ მენეჯერების წვლილის აღიარებაა, რომლებიც რესტორნის საუკეთესო ფუნქციონირებას, გუნდის ეფექტურ და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ მუშაობას უზრუნველყოფენ. ასევე ზრუნავენ დასაქმებული ადამიანებისთვის საუკეთესო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე. „მაკდონალდსის“ ფილოსოფია დირექტორების წახალისება და ბიზნესში მათი როლის ხაზგასმაა. გამარჯვებულები, მსოფლიოს მასშტაბით, „მაკდონალდსის“ 36 000-ზე მეტი რესტორნის მენეჯერების მხოლოდ 1%-ს შეადგენენ.

„რეი კროკის ჯილდოს“ მფლობელები, უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, „მაკდონალდსის“ ქართველი დირექტორები ხდებიან. წელს, მსოფლიოს მასშტაბით, დასახელებულ 360 გამარჯვებულს შორის,  თბილისის „მაკდონალდსის“, ვაკის ფილიალის დირექტორი 28  წლის ბესო მეფარიძე მოხვდა.

„ეს ჯილდო არის იმ შრომის აღიარება, რაც როგორც საკუთარი თავის პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის, ისე კომპანიის წინსვლისთვის მაქვს გაწეული. ეს არის ჩემთვის უდიდესი მოტივაცია, არ გავჩერდე და უკეთეს შედეგებს მივაღწიო“, – ამბობს ბესო მეფარიძე.

მან „მაკდონალდსში“ მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო. პირველი კურსის სტუდენტს სწავლისა და დასაქმების შეთავსება სურდა და ამის პირობები შრომით ბაზარზე „მაკდონალდსმა“ შესთავაზა.

„მაშინ მხოლოდ 3 ფილიალი იყო და ერთ-ერთში მოვიკითხე ვაკანსია. ძალიან მალევე დავსაქმდი,  გუნდის რიგით წევრად. 3 თვეში ინსტრუქტორის პოზიციაზე გადამიყვანეს – ახალბედა თანამშრომლებს ვასწავლიდი „მაკდონალდსში“ მუშაობის პრინციპებს, მომდევნო 6 თვეში უკვე სადგურის მენეჯერი გავხდი. ჩემი სამსახურეობრივ პოზიციებზე დაწინაურება სწრაფად ხდებოდა – ბოლო რამდენიმე წელში, რიგითი თანამშრომლიდან ფილიალის მენეჯერის ასისტენტობამდე მივაღწიე. დღეს კი, ვაკის ფილიალის დირექტორი ვარ და 80-მდე თანამშრომელს ვკურირებ“. 

„მაკდონალდსი“ ყველა ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.  ასევე, ინტენსიური ტრენინგებისა და ცოდნის გადაცემის გზით, ეხმარება თითოეულ დასაქმებულს, შეიძინონ თანამედროვე სამუშაო სივრცეში ყოველდღიური მუშაობის უნარ-ჩვევები, რაც მათ კარიერულ ზრდასა და წინსვლაში დაეხმარება.

„McDonald’s-ში სრულიად გამოუცდელი ახალგაზრდა მივედი და ახლა, 28 წლის ასაკში, საერთაშორისო დონის მენეჯერის ცოდნა და უნარები მაქვს. გარდა პროფესიული ცოდნისა, პიროვნული ზრდის ყველანაირი შესაძლებლობა მომეცა და თუ დღეს შემდგარი და რეალიზებული ადამიანი ვარ, ეს არის დამსახურება იმ კომპანიის, რომლებსაც თანამშრომლების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომები აქვს და ასევე იმ ადამიანების, ვის გარემოცვაშიც ეს წლები გავატარე”,- გვიყვება ბესო.

აღსანიშნავია, რომ „რეი კროკის ჯილდო“, 2018 წელს, იმ დროისათვის „მაკდონალდსის“ გლდანის ფილიალის ახლა კი დიღმის ფილიალის დირექტორმა, სალომე კალაძემ მოიპოვა.

„ კომპანია „მაკდონალდსის“ ძირითადი მოტივია, თანაბრად იზრუნოს ყველა თანამშრომლის განვითარებაზე“, – აღნიშნავს სალომე – „მაკდონალდსის კორპორაციის თითოეულ თანამშრომელს აქვს კარიერულ კიბეზე დაწინაურების შესაძლებლობა. კომპანია მუდმივად ზრუნავს, რომ თითოეულ დასაქმებულს ქონდეს სიახლის სწავლისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა და სხვადასხვა ტიპის წახალისება. ასევე მოქნილი სამუშაო განრიგი, რაც ხელს უწყობს თანამშრომლის სწავლის, პირადი ცხოვრებისა და დასაქმების შეთავსებას“.

„რეი კროკის“ სახელობითი ჯილდო 1994 წელს დაფუძნდა. ყოველწლიურად, Global Ray Kroc Awards აღნიშნავს მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების მენეჯერების ათეულებში დაჯილდოების ცერემონიას. ჯილდოს მიზანია აღიაროს „მაკდონალდსის“ დირექტორების როლი მომხმარებლებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდების, სტუმართა კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნებისა და დასაქმებული ადამიანებისთვის საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნისა და განვითარების კუთხით.

[პარტნიორის კონტენტი]

BBC-ის ჩართვიდან ცნობილი რობერტ კელი Twitter-მა რეკლამაში მიიწვია

TikTok საფეხბურთო ინდუსტრიასაც იპყრობს ?