in

McDonalds-ის პირველი ქართული რეკლამა

რიჟა

მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ McDonalds-ის პირველ ქართულ რეკლამას. ნახეთ რეკლამა, რომლის კრეატიული კონცეფციაც DDB Georgia-ს ეკუთვნის და შემდეგ ინტერვიუ ქეთი ჯაჯანაშვილთან.

წელს პირველად მოხდა საქართველოში McDonalds-ის რეკლამის გადაღება? რატომ არ იღებდნენ აქამდე?

ეს არის  პირველი  პრეცენდენტი ,,მაკდონალდსის,, საქართველოში არსებობს მანძილზე, როდესაც   სატელევიზიო რგოლის ადგილობირივად დამზადება მოხდა, აქამდე   ხდებოდა   რგოლების ადაპტირება. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ, ქართულ ბაზარზე  ერთწლიანი არსებობის მანძილზე DDB Georgia-მ ,,მაკდონალდსისთვის,, 2 გრაფიკული რგოლი დაამზადა.

DDB ერთი წელია, რაც საქართველოს ,,მაკდონალდს,, ემსახურება და შესაბამისად ამ ერთი წლის მანძილზე განხორციელებული კამპანიების ფარგლებში პირველად დადგა სატელევიზიო რგოლის დამზადების საჭიროება.

ჩვენთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მაქსიმალურად ვეცადეთ მოვრგებოდით გლობალური ბრენდის სტანდარტებს. გვინდოდა ისეთი  პროდუქტის შექმნა, რომელიც ხარისხით არ ჩამოუვარდება ,,მაკდონალდსის,, რგოლებს.

რა არის ახალი კამპანიის მთავარი მესიჯი, რისთვის დამზადდა რეკლამა?

რეკლამის დამზადების ორი მიზეზი არსებობს, პირველი ის, რომ ,,მაკდონალდსმა,, ქათმის ხორცით დამზადებულ პროდუქტებზე  დააკლო ფასი  და ეს ახალი ფასები  მუდმივად შენარჩუნდება,  ხოლო მეორე მიზეზს რაც შეეხება არის ის, რომ ამ კამპანიით უნდა მოხდეს ამავე  პროდუქტების პლატფორმის წინ წამოწევა და ქათმის ხორცით დამზადებული პროდუქტების, როგორც  მსუბუქი ალტერნატივის პოზიციონირება.

ამ კამპანიის ფარგლებში კიდევ თუ იგეგმება სხვა ვიდეოების გადაღება ან სხვა მარკეტინგული აქტივობები? 

კამპანიის ფარგლებში გადავიღებთ თუ არა დამატებით რგოლს ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა  ეს კამპანიის  მხოლოდ  პირველი ეტაპია,  იქნება    მეორე და მესამე ეტაპიც და შესაბამისად არ გამოვრიცხავთ ახალი რგოლის დამზადებას.

კამპანიის  ამ  ნაწილს კი მხარდაჭერა ბანერებით და ,,მაკდონალდსის,, რესტორნების შიდა კომუნიკაციით ექნება.

”უფრო მარტივი და ეფექტურია, მიყიდო რეკლამა კმაყოფილ ადამიანს”

Self Service = – 5 თეთრი