23
Mar
2019

Glovo-ს საშუალებით მაკდონალდსის გამოძახება უკვე მთელ თბილისში არის შესაძლებელი

23 Mar 2019

ჯიქია, ბაგები, ლისი, ზაჰესი, მუხიანი.. დღეიდან Glovo მთელი თბილისის მასშტაბით მოგიტანთ თქვენს საყვარელ მაკდონალდსის პროდუქტებს. ადგილზე მიტანის სერვისის დასანერგად, მაკდონალდსმა Glovo-სთან პარტნიორობა ნოემბერში დაიწყო და თბილისის მხოლოდ ნაწილს ფარავდა, ეს მაკდონალდსის მიერ საკვების ადგილზე მიტანის სერვისის პირველი გამოცდილება იყო, ახლა კი მომხმარებლების დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე დაფარვის ზონები და მიტანის საათები გაიზარდა.

შეკვეთის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის, მოქნილია ანგარიშსწორების სისტემაც, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით ან საკრედიტო ბარათით გადაიხადონ. შეკვეთა როგორც აპლიკაციით, ასევე ვებ-საიტის მეშვეობითაა შესაძლებელი.

[R]

განხილვა