16
Oct
2019

McDonald’s-ის ლოგო მოჩვენებად გადაიქცა 

16 Oct 2019

McDonald’s ჰელოუინისთვის მზადაა – ბრენდის საკულტო ლოგო, როგორც კომპანიაში ამბობენ, მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელ მოჩვენებად გადაიქცა.

McDonald’s-მა კამპანიაზე კანადურ სააგენტო Cossette-სთან ერთად იმუშავა, მინიმალისტური ბანერები, მარტივი წარწერით „ჰელოუინს გილოცავთ“ [კანადაში] გამოჩნდა.

ენციკლოპედიური განმარტებით, „ჰელოუინი“ არის დღე,  როდესაც ადამიანები სულებთან კავშირის ამყარებენ. მართალია, უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ზეიმობენ, მაგრამ მაინც კანადურ და ამერიკულ დღესასწაულად ითვლება – პირველად, სწორედ ჩრდილოეთ ამერიკაში აღნიშნეს, მაგრამ ეს ელემენტები სათავეს ძველი კელტების ყოფიდან იღებს, აშშ-ში კი ირლანდიელმა მიგრანტებმა, მე-19 საუკუნეში შეიტანეს – ძველი კელტები 1 ნოემბრისთვის, სავსემთვარობისას, „ზაფხულის დასასრულს“ აღნიშნავდნენ. ეს დღე მათი ახალი წელიც იყო. ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი წლის დასრულების ნიშნად კერაზე ცეცხლს აქრობდნენ. ანთებდნენ დიდ კოცონს და ახალი წელიც იმ წუთიდან იწყებოდა. კოცონიდან ყველა იღებდა მუგუზალს თავის ოჯახში ცეცხლის დასანთებად. კოცონის დანთებით კელტები ბოროტ სულებს აფრთხობდნენ, რომლებიც ცოცხლებს აშინებდნენ. სწორედ ეს „მისია“ აქვს ახლა ჰელოუნს – ავი სულების დაფრთხობა და განდევნა. დღესასწაული, მე-20 საუკუნეში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა და ახლა, ყოველ წელს, 31 ოქტომბერს, აშშ-ში, ბრიტანეთში, ესპანეთში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო-რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში აღნიშნავენ. ჰელოუინს ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი ზეიმობს საქართველოშიც. თუმცა, კომპანიები, როგორც წესი, ამ მიმართულებით, ნაკლებად აქტიურობენ.

 

განხილვა