ყოველდღიურმა პრობლემებმა და სამსახურმა ადამიანების მთელი თავისუფალი დრო დაიკავა და ისეთი მნიშვნელოვანი მომენტები ჩაანაცვლა, როგორიც ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენებაა. მიუხედავად ყველაფრისა, McDonald’s მაინც ცდილობს თავის მომხმარებელს დასასვენებლად მყუდრო და კომფორტული გარემო შეუქმნას. კომპანიამ ამ ფაქტის რეკლამირებისთვის სააგენტო Leo Burnett-თან თანამშრომლობით მომზადებული ვიდეორგოლი გაავრცელა.














