in

McDonald’s-ს ბილბორდზე ლოგოც აღარ სჭირდება — Iconic Needs No Explanation

ბოლო დროს საკულტო ბრენდები ლოგოს გამოყენებაზე უარს ამბობენ და ამ ამბავს მომხმარებლებს მიანდობენ. ასე მოიქცა ცოტა ხნის წინ Heinz-იც, თუმცა, ახლა ეს მიდგომა მაკდონალდსმა კიდევ უფრო სხვა განზომილებაში გადაიყვანა და ბილბორდებზე არც ლოგო შემოგვთავაზა, არც პროდუქტის სახელი და არც საინტერესო ქოფი. უბრალოდ ფავორიტ პროდუქტებს ვხედავთ დილის მენიუდან…

BOG

უნდა ითქვას, რომ ასე მაკდონალდსი Savanta-ს კვლევამ გაათამამა, რომლის თანახმადაც მომხმარებელთა 90% დილის მენიუს ბრენდირების გარეშეც ცნობს. 

არაფერია დედამიწაზე მაკდონალდსის საუზმის მსგავსი. მაფინს კილომეტრიდან იცნობ, ყავისფერს წარმოიდგენთ და ფსონს დავდებთ, რომ ამაში მაკდონალდსის ყავისფერს მოიაზრებთ. ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ ჩვენი საქმე ამ საკითხის წინ წამოწევა იყო. არც ლოგო, არც პროდუქტის სახელები და არც ქოფი. უბრალოდ ფორმები და ტექსტურები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიცნობთ და გვიყვარს, — აცხადებენ Leo Burnett UK-ში.


თუ ასეა, Iconic Needs No Explanation, შედეგი კი თავად შეაფასეთ:

ქალი მეწარმეებისთვის Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

აქ, ვინმეს სურვილების ასრულება ხომ არ უნდა? – „სელფი მობაილმა“ ლოიალობის პლატფორმა კამპანიით წარადგინა