30
Jul
2019

McDonald’s-მა გაყიდვები ციფრული ტრანსფორმაციის ხარჯზე გაზარდა 

30 Jul 2019

McDonald’s-ის მოგება, მსოფლიოს მასშტაბით, 2019 წლის მეორე კვარტალში 6,5%-ით გაიზარდა. Financial Times-ის ინფორმაციით, ბოლო ორ წელიწადში, შემოსავლის ყველაზე დიდი მატება რესტორნების ხელახალი დაგეგმვისა და განახლებული მენიუს დამსახურებაა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სტივ ისტერბრუკის გადაწყვეტილებით, McDonald’s-მა, მომხმარებლებს, შეკვეთის ციფრული ჯიხურები შესთავაზა. ასევე, განაახლა მენიუ – მაგალითად, საუზმის პაკეტის შეძენა მთელი დღის მანძილზეა შესაძლებელი. გაყიდვები გაიზარდა სპეციალური შეთავაზებებისა და  მიტანის სერვისის გაფართოების ხარჯზეც.

სტივ ისტერბრუკის თქმით, კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია და ქსელში ახალი ტექნოლოგიების განვითარება მომავალშიც გაგრძელდება – ბრენდი, მომხმარებლებს, დღის სხვადასხვა მონაკვეთისა და ამინდის მიხედვით, შესთავაზებს მენიუებს. გაყიდვების ასეთი პერსონალიზაციისთვის შეიძინა McDonald’s-მა AI დეველოპერი, სტარტაპი Dynamic Yield, რომლის დახმარებითაც, თვითმომსახურების წერტილებისა და მობილური აპლიკაციით მიცემული შეკვეთებისთვის, „სწრაფი გაცემის ფანჯარას“ შექმნის. სიახლეები, ეტაპობრივად, არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ მსოფლიოს სხვა ბაზრებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. 

განხილვა