in

რა იცი, ვინ იქნები შემდეგ ცხოვრებაში? დატკბი მომენტით ახლა! – McDonald’s-ის კამპანია

ცნობილი ფაქტია, რომ შვედი ხალხი ცხოვრების უმეტეს ნაწილსა და ძალისხმევას სამსახურს ახარჯავს, ამ დროს კი სხვა მნიშვნელოვანი თუ სასიამოვნო დეტალები მათი ყოველდღიურობის მიღმა რჩება. სწორედ ამიტომ, McDonald’s-მა შვედეთისთვის შექმნილი ახალი Enjoy the Now კამპანიით, ამ ქვეყნის მოსახლეობას სამსახურზე არანაკლებ საინტერესო ფაქტორები შეახსენა. კამპანიისთვის სარეკლამო რგოლის შექმნაზე, სააგენტო TBWA-მ იზრუნა და მაყურებელს კარგი სანახაობა შესთავაზა. მართალია, ცოტა უცნაურია საყვარელი ბაყაყის დაკავშირება შვედებთან, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, ეს შედარება შეურაცხყოფად მიიღონ. პატარა ბაყაყი დადარდიანებული, ინტერესით სავსე თვალებით უყურებს გემრიელ, განათებულ McDonald’s-ს და იმაზე ოცნებით იმშვიდებს თავს, რომ შესაძლოა შემდეგ ცხოვრებაში მაინც მოახერხოს ერთი მადისაღმძვრელი ბურგერის დაგემოვნება. ამ რგოლით ბრენდი შვედებს ურჩევს, ნუ დაელოდებიან შემდეგ სიცოცხლეს და ახლა გასინჯონ გემრიელი მენიუ, რასაც McDonald’s მათ სთავაზობს.

BOG

 

„გენიოსობანა“ – მარი ნაკანი / Spotlight 2016

Jaguar-ის შთამბეჭდავი პერფორმანსი და ავტომობილი DJ-ის ფუნქციებით