in

McDonald’s-ის ოქროს თაღებზე საქანელები ჩამოკიდეს

მაკდონალდსმა და სააგენტოს პარტნიორმა Leo Burnett Dubai-მ სწრაფი კვების ქსელის საკულტო ოქროს თაღები საქანელებად გადააქცია. მსგავსად კი ადამიანებს ყოველდღიური სტრესისგან გათავისუფლებისა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება მისცა.

ამ კრეატიული ნამუშევრით ჩვენ არაბთა გაერთიანებული საემიროების მაცხოვრებლებისთვის ბავშვობის სიხარულის დაბრუნება დავისახეთ მიზნად. ყოველთვის ვცდილობთ, სასიამოვნო მომენტები ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ და ვახორციელებთ პროექტებს, რათა ჩვენს საზოგადოებას დავუკავშირდეთ, — ამბობს ვალიდ ფაკიჰი, არაბთა გაერთიანებული საემიროების მაკდონალდსის აღმასრულებელი დირექტორი.

დიახ, Studio M-ის მიერ შექმნილი საქანელების კამპანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლოგოს იყენებს, რათა ყველას შეახსენოს, რომ თამაშისთვის დროის გამოყოფით ბედნიერებას ეზიარებიან. 

არავის შეუძლია უარყოს ის ძალა და ავტორიტეტი, რომელსაც მაკდონალდსის ოქროს თაღები ასხივებს. ლოგოს ქვეშ ჩამოკიდებული საქანელები ბედნიერ მომენტებს ქმნის და ადამიანების სახეზე ღიმილსაც წარმოშობს, — აცხადებს კალფეშ პათენკერი, Leo Burnett UAE-ის მთავარი შემოქმედებითი ოფიცერი.

ჩვენ ყველას გვაქვს მაკდონალდსის ბავშვობის მოგონებები, საქანელები კი ბავშვობის ბედნიერი მომენტების გახსენებაში გვეხმარება, როგორც გონებით, ისე მოქმედებით. ცხოვრებით გატაცებულებს ხშირად თამაშის მნიშვნელობაც გვავიწყდება, საქანელები კი სწორედ ამას გვახსენებს, — განმარტავს პათენკური.

Oumph-ის ბურგერებს ადამიანის ხორცის გემო აქვს

10 საინტერესო ფაქტი გარემოს დაცვის შესახებ