მაკდონალდსმა გადაწყვიტა, საზოგადოებას შეახსენოს, რომ ბრენდი მნიშვნელოვნად შეიცვალა წლების განმავლობაში — განსაკუთრებით ბოლო 20 წელში. ამისათვის კი სააგენტო Leo Burnett-ს მიმართა, რომელმაც კამპანია შეიმუშავა: Keep up with the Times. თავად ვიდეორგოლებს კი ცვლილებებზე მიმანიშნებელი სახელი აქვს: Change a little, Change a lot.
„მაკდონალდსი მრავალი წლის განმავლობაში ვითარდებოდა, მაგრამ ყველა ვერ მოგვყვებოდა ამ ცვლილებებში. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ადამიანს ჯერ კიდევ 30 წლის წინ ჩამოყალიბებული შეხედულებები ჰქონდა შემორჩენილი ჩვენთან მიმართებით. Keep Up With The Times კი სახალისო კამპანიაა, რომელიც ნოსტალგიურ განწყობებს ეყრდნობა. ის 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელ კულტურულ ცნობებს ეყრდნობა იმის საილუსტრაციოდ, რომ ცვლილებების მიუხედავად, ყოველთვის ვინარჩუნებთ ერთ რეალობას: ხარისხიან ინგრედიენტებს“, — აღნიშნავენ ბრენდის წარმომადგენლები.