in

McDonald’s-მა მომხმარებელთა შეკვეთები მაისურზე განათავსა

მაკდონალდსის ორმაგი ჩიზბურგერი თუ Big Mac? ნაყინი ფრისთან ერთად თუ გარეშე? აბა, რომელ ბანაკში ხართ? ალბათ, თქვენც ფიქრობთ, რომ ეს არჩევანი ბევრს ამბობს ადამიანზე, ახლა კი ამას McDonald’s Sweden-მა კამპანიის სახე მისცა. კი გვეგონა, რომ მაისურებზე დაპრინტვა დიდად პოპულარული აღარ იყო, მაგრამ არც მეტი, არც ნაკლები ამ აზრის სიცრუეში მაკდონალდსმა დაგვარწმუნა — მომხმარებლებს შეკვეთები მაისურზე განუთავსა. 

M2

„მაკდონალდსის შეკვეთა ბევრს ამბობს თქვენზე და ახლა ათასობით გულშემატკივარს შეუძლია აჩვენოს თავისი შეკვეთა მხიარული და მოულოდნელი გზით“, — ამბობს სუზან უილბერგი, McDonald’s Sweden-ის პროექტის მენეჯერი. 

მოკლედ, ამბავი ასეთია: ზაფხულის საფესტივალო ტურის დროს McDonald’s-მა შესაკვეთი კიოსკები დაამონტაჟა, თუმცა შეკვეთის შემდეგ თუ ჩვენ ჩვეულებრივ ქაღალდის ფურცელს ვიღებთ, ახლა მომხმარებლებს თეთრ მაისურზე დაპრინტულ ჩამონათვალს აძლევდნენ:

„მაკდონალდსის შეკვეთები კონკრეტული და უნიკალური შეიძლება, იყოს. მენიუს ყოველ წევრს საკუთარი ერთგული გულშემატკივართა ბაზა ჰყავს, ზუსტად ისე, როგორც მუსიკოსებს. სწორედ ამიტომ გახდა სახალისო გამოხატვაზე ფოკუსირება, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით ყველა ტიპის გულშემატკივარი ერთი მერჩით გააერთიანა“, — აცხადებს ფაბიან ლუთანდერი, კამპანიის სარეკლამო სააგენტო NORD DDB-ის ქოფირაითერი. 

ფესტივალის დროს 12 წერტილიდან 4 000 მაისური დაიბეჭდა. საინტერესოა, რომ ამ მაისურებზე QR კოდიც იყო დატანილი, რომელიც მფლობელს შვედეთში მაკდონალდსის სპეციალურ შეთავაზებას უზიარებდა…

ბიზნესის მეტი გამჭვირვალობისათვის – „თეგეტამ“ მდგრადობის პირველი ანგარიში წარადგინა

ქართულ პოეზიაზე დაფუძნებული სამაგიდო თამაში სტუდენტებისგან