in

ასე შეიქმნა „მაკდონალდს საქართველოს“ ახალი ვიდეორგოლი ნიკოლოზ რაჭველის მონაწილეობით!

„მაკდონალდს საქართველომ“, „მაესტროს“ პრემიალური ხაზის ბურგერებისთვის ვიდეორგოლი გადაიღო. „მაესტრო“ გახლავთ ერთგვარი ქოლგა, რომლის ქვეშაც ხდება ახალი, პრემიალური, განსხვავებული ბურგერების შეთავაზება მომხმარებლისთვის. წელს, კომპანიამ მომხმარებლებს მაესტრო ჩედარ დელუქს ბურგერი შესთავაზა, სამი განსხვავებულ გემოთი: კლასიკური, ჩიქენი და ჩიზი. ბურგერის პრემიალურობამ და კლასიკურობამ, შემოქმედებით გუნდს შთააგონა, ვიდეორგოლში მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი მიეწვიათ.

„მაესტრო“ – ამ სიტყვამ გამორჩეული მუსიკოსი საყვარელ ბრენდთან კიდევ უფრო მეტად დაამეგობრა. „მაკდონალდსის“ ვიდეორგოლში ნიკოლოზ რაჭველის გამოჩენა შემთხვევითი სულაც არ ყოფილა. როგორც აღმოჩნდა, დიდებული მუსიკოსი, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი უკვე მრავალი წელია „მაკდონალდსის“ დიდი გულშემატკივარია. ბრენდის ვიდეორგოლში ნიკოლოზი „მაკდონალდსის“ „მაესტროს“ ბურგერს გემრიელად მიირთმევს.

„მაესტრო“ პრემიალური ხაზის ბურგერებს მოიცავს, რომელთაგან თითოეულის რეცეპტურა საგულდაგულოდაა შემუშავებული. გემოვნურმა თვისებებმა და კლასიკურობამ „მაკდონალდსის“ „მაესტრო“ დიდ მაესტრო ნიკოლოზთან კიდევ უფრო დააახლოვა. სააგენტო Hans&Gruber-მა კი, ამ მეგობრობის შესახებ, ვიდეორგოლის საშუალებით გვიამბო. ვიდეორგოლში მონაწილეობის შთაბეჭდილებები ნიკოლოზ რაჭველმა გაგვიზიარა.

M: ნიკოლოზ, როგორც აღნიშნეთ, „მაკდონალდსი“ თქვენთვის რჩეული ბრენდია. როგორ შთაბეჭდილებებთან ასოცირდება ის თქვენთვის?

კარგად მახსოვს, საქართველოში პირველი „მაკდონალდსი“ რომ გაიხსნა, პირველ დიდ რიგში მდგომი როგორ ვიდექი. „მაკდონალდს“ მანამდე დიდი ხნით ადრეც ვიცნობდი და ბავშვობაშიც ხშირადაც ვსტუმრობდი, როცა გასტროლებზე საზღვარგარეთ მივდიოდი. ამდენად, საქართველოში „მაკდონალდსის“ შემოსვლას მომზადებული დავხვდი.

დღესაც ძალიან მიყვარს აქ მოსვლა. არაერთხელ აღმოვჩენილვარ აქ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუმართან ერთად. გარკვეულწილად, ტრადიციადაც კი იქცა. რეპეტიციის შემდეგ, ხშირად წავსულვართ ერთად. თითქოს ბავშვობის, ჟრიამულის, მხიარულებისა და ფერადოვნების განცდას იწვევს. მისი წარმომავლობიდან გამომდინარე, ჩემთვის თავისუფლებასთანაცაა კავშირში და ამერიკასთან ასოცირდება.

M: რას ნიშნავს თქვენთვის „მაკდონალდსთან“ ამ ფორმით თანამშრომლობა?

„მაესტროს“ ვიდეორგოლში მონაწილეობა ჩემთვის არასოდეს არის მოულოდნელი შემოთავაზება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სახელზე ხშირად, მაესტროთი მომმართავენ კოლეგები. ამიტომ, ამ სიტყვასთან მჭიდრო კავშირი მაქვს. „მაესტროს“ შემოთავაზება ბუნებრივი იმითაც იყო, რომ „მაკდონალდსი“ ჩემი საყვარელი ბრენდია, შესაბამისად, სიამოვნებით დავთანხმდი. ამავდროულად, „მაკდონალდსმა“ მხარი დაუჭირა, ფილარმონიაში, ქართული კინომუსიკისადმი მიძღვნილ ჩვენს კონცერტს.

საინტერესო იყო თავად გადაღების პროცესიც. საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადიც. მე გახლდით ის შუალედური რგოლი პროდუქტსა და საზოგადოებას შორის, რომელიც საკუთარ შთაბეჭდილებას უზიარებდა, რეკლამის სახით. ძალიან მაინტერესებს, როგორ შეხვდება საზოგადოება ვიდეორგოლს და როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს.

„მაესტროს“ ვიდეორგოლის შესახებ „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე შენგელია გვესაუბრა:

M: რა იყო ვიდეორგოლის მთავარი სათქმელი?

„მაესტრო“ არის „მაკდონალდს საქართველოს“ პრემიალური ხაზი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დასახელების გამორჩეული გემოვანი თვისებების ბურგერს. თავისი შინაარსით, „მაესტრო“ კავშირშია კლასიკურობასთან, დახვეწილობასთან და ბუნებრივია, ყველაზე მკაფიო ბმა დავინახეთ სწორედ ნიკოლოზ რაჭველთან. ის მთელი თავისი შემოქმედებით კლასიკასთან ასოცირდება და ამავდროულად, „მაკდონალდსის“ ლოიალური მომხმარებელია. ძალიან მარტივად შედგა ჩვენი თანამშრომლობა.

გვინდოდა, შეგვექმნა ვიდეორგოლი, რომელიც მარტივად გადმოსცემდა სათქმელს. ვიდეო მართლაც, არასტანდარტულად იწყება, ხოლო კულმინაცია, მხატვრული და მუსიკალური თვალსაზრისით, მკაფიოდ მიგვანიშნებს მთავარ გზავნილზე. მუსიკის მაესტრო გემრიელად მიირთმევს „მაკდონალდსის“ „მაესტროს“.

M: როგორი იყო, სააგენტოსთან თანამშრომლობით, მუშაობის პროცესი?

სააგენტო Hans&Gruber-თან არაერთი პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ. Food Promotion-ის ფარგლებში, ერთ-ერთი პირველი სააგენტო იყო, რომელიც ჩაერთო ამ მიმართულებით. ძალიან კარგად ესმით ბრენდი, კომფორტული იყო მათთან მუშაობა და ეს შედეგზეც აისახა – კლასიკა და გემო თანაბარი დახვეწილობით ასახეს.

„მაესტროს“ ხაზის კამპანია სამომავლოდაც გაგრძელდება და სიახლეები კვლავაც გვექნება.

M: რა სიახლეები გაქვთ, ვიდეორგოლის პარალელურად?

გარდა მაესტრო ჩედარ დელუქსისა, სასიამოვნო სიახლე გვაქვს ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის და განსაკუთრებით ფეხბურთის მოყვარულებისთვის, მაკდონალდს საქართველო თავის ერთგულ მომხმარებელს 30 ნოემბრამდე შესაძლებლობას აძლევს, მოიგოს მოსფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზური, ამისთვის კი საჭიროა მომხმარებლებმა გამოიძახონ 35 ლარზე მეტი ღირებულების ჩვენი პროდუქტები Glovo-სა და Wolt-ზე და ჩაერთონ გათამაშებაში: მეტი რაოდენობის პროდუქტი = მეტი გამარჯვების შანსი.

 

[R]

500 Global-ის პროგრამის პირველი ფაზა დასრულდა

iTechnics-მა ინოვაციური პროექტი VR Shop წარადგინა